კინო ვარსკვლავური წყვილები 2013 წლის ოსკარის ცერემონიაზე 2013, 25 თებერვალი, 19:00 როგორც იქნა დადგა ის ნანატრი დრო, რომელსაც მთელი ჰოლივუდი და მსოფლიო მაშტაბით ყველა კინო მოყვარული ელოდა . მე ვგულისხმობ ოსკარის რიგით 85-ე ცერემონიალს, რომელიც გაიმართა გუშინ. წითელ ხალიჩაზე, როგორც ყოველთვის ახლაც თავმომწონედ პოზირებდნენ ჰოლივუდის ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავები. განსაკუთრებით თავს ქალბატონები იწონებენ ხოლმე თავიანთი კაბებითა და სამკაულით. რაც შეეხება ჰოლივუდურ წყვილებს ამ ოსკარზეც გამოიკვეთა რამოდენიმე გამორჩეული წყვილი. მაგალითად: ჩენინგ ტატუმი და ჯენა დივონი, ჯენიფერ ანისტონი და მისი სატრფო, ჯენიფერ გარნირი და ბენ აფლეკი. წარმოგიდგენთ მათ სურათებს: ჩენინგ ტატუმი და ჯენი დივონი. როგორც ჩანს მალე ჩენინგი მამა გახდება. მაიკლ დუგლასი და ულამაზესი კეტრინ ზეტა ჯონსი. ჯენიფერ ანისტონი და მისი სატრფო. ყველაზე ძალიან, მე პირადად ჯენიფერ გარნირი და ბენ აფლეკი მომეწონა. შესანიშნავი წყვილია. ჯენიფერის კაბა ნამდვილი საოცრება იყო. ნაომი უოტსი თავის სატრფოსთან ერთად. დიდებული ჯორჯ კლუნი თავის დიდებულ სატრფოსთან ერთად. ეს შვიდი წყვილი იყო ყველაზე გამორჩეული. როგორ ფიქრობთ რომელი უფრო იმსახურებს თქვენს მოწონებას? 152 7-ს მოსწონს 1-ს არა
|