x
მეტი
  • 14.10.2024
  • სტატია:137605
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511481
,,სარკევ გეყოს!''

ლუის ამსტრონგი გაისმა.

-გისმენ! კარგად მომისმინე ახლა! ქალაქიდან გავდივარ! საზღვარზე 3200 $ დამახვედრე, ყველაფერი სუფთაა, კვალი წავშალე. პანსიონში შევირბენ მხოლოდ ჩემი ნივთების ასაღებად. გადაუღებელი წვიმის ჩხრიალში ჩაიკარგა ხმა.

გაითიშა... კვლავ ყრუ დამნაშავის ნაბიჯების ხმა გაისმა. ღამე კია მათი მხსნელი და თანამონაწილე მათი საქმიანობისა, მაგრამ სიბნელეში შეკრთა მკვლელიც, მიაყურადა, მარჯვნივ სათლს ამოფარებული ფინია ძაღლი გააფთრებული აღრჭიალებდა კბილებს. კუბოკრულ პიკაკში ეცა, მაგრამ მოგერიება არ გასჭირვებია, ძაღლი კედელს მიენარცხა, და უგონოდ მიესვენა. -პაშოლ კჩორტუ! რა ჯანდაბაა, ღმერთი არ მწყალობს. ნაბიჯებს უმატა, პანსიონის მრკთალი შუქი გაკრთა კოკისპირულ წვიმაში. ნელ-ნელა გამოიკვეთა. სადარბაზო კარში შევარდა. ამ სიჩუმეში ეგონა ისე ხმაურობდა, რომ მთელ ქალაქს გამოეღვიძა. გასცეს. გასცა იმ ძაღლმა, გასცა ნაბიჯებმა, უღალატა უკუნმა ღამემ... ოთახში შევარდა. ჩემოდანს ეცა. სწრაფად ყრიდა რაც ხელში მოხვდებოდა: თუნუქი, ორი წყვილი ტუფლი, მწვანე პალმებიანი პიჯაკი, წინდები, შარვალი, იარაღი... სისხლმოწყურებული ძაღლი მოაგონდა, შურისძიების სურვილით აღგზნებული ძაღლი. მიაწყდა უზარმაზარ სარკეს, რომელიც ოთახში შემოსასვლელი კარის გვერძე ეკიდა. თმა გადაივარცხნა, დიდხანს გაუგრძელდა რაღაც ეს პროცესი. - რა საზიზღარია ეს საგანი... ბრტყელი და შემზარავი. ბრალდებას არ დაკვირვებია, არც იმაზე უფიქრია რა დაეშავებინა ამ საგანს... ის ხომ მხოლოდ სარკე იყო და მეტი არაფერი. თავის თავს ჩაჰყურებდა. ამ იდუმალს ჩაეთრია მორევში, ჭაობში საიდანაც აღარავინ დაბრუნებულა. თავის თავი არ უცქერდა იქიდან. თვალები დაწვრილებოდა, წითლად უელავდაო თითქოს. მოიფშვნიტა, შევიშალეო იფქრა, ხმამაღლა წარმოთქვა ეს სიტყვები, ნელა, რიტმულად... სახე არ შეუტოკებია. მისი უაზრო ცხოვრება არეკლა ამ უტყვმა საგანმა. ფიქრებში მიიწვია ამ იდუმალმა არსებამ მკვლელი. გაუხსნა მისი ჯოჯოხეთური საქმეების კარები. გუშინდელი მსხვერპლი -ბავშვი ამოტივტივდა მდინარიდან, მღვდელი-უფლის მსახური კაცი ყელზე თოკ-შემოხვეული, ჟენევიევის ქუჩაზე უმოწყალოდ ნაცემი და გაძარცვული ქალი, ძაღლის მკვლელობაც კი. დაანახა ჩადენილი ყველა ცოდვა, შეშალა, გააგიჟა, ახლა კი მართლაც ყველას ესმოდა მისი პირიდამ ამოხეთქილი სიტყვები, გარკვეული თუ გაურკვეველი რაღაც-რაღაც წინადადებები, უფლის მცნებანი მოაგონდა გვიანდელ ჟამს “არა კაც-ჰკლა ! არა იპარო!’’ უფლის მიერ მიცემული ორი გზა მოაგონდა, თავად მდგარი ოქროებისკენ, ფუფუნებისკენ, ხოლო მეორე- უბრალო, რომელსაც ზიზღით შეჰყურებდა ოდესღაც, მოაგონდა რამდენი განუკითხავს, რამდენი დაუძრახავს... იმდენი, რამდენსაც კაცი ვერ მოსთვლის. -გეყოს სარკევ! გეყოს! გეყოს გთხოვ!. მაინც არ იშლიდა ეს ჯიუტი, მოვალეობას პირწმინდად ასრულებდა. ბოლოს ხელები ააფათურა ტუმბოზე, ტელეფონს გაჰკრა ხელი, ყურმილი აიღო, უწყვეტი ზუმერი გაისმა, მოიქნია და სარკე ჩაამტვრია, გამალბით ურტყამდა. ამ საგანმა დასცა იგი, დაანარცხა, მიწასთან გაასწორა მისი საქმენი. სარკის მტვრევის ხმა ამაზრზენ ხარხარად ჩაესმა ყურში. ხელებში ჩაემტვრა. ამწარებდა შუშა ხორცსს. მივარდა ჩემოდანს. დაქექა, პისტოლეტი მოიძია, გადატენა. ორი გასროლის ხმა გაისმა.


p.s ადამიანები ცხოვრობენ ყოველი დღის გათვლით. ილიას ნათქვამს ითვალისწინებენ ასე თუ ისე . აი იმას “ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხეო… ‘’ მთელ საღამოს ფიქრებში ატარებენ, მაინც ავიწყდებათ დღის ცოდვები უნებლიე თუ განზრახ ჩადენილი. შესაძლოა უბრალოდ გაურბიან, გაურბიან როგორც ქორბუდა ირემი გაურბის სისხლმოწყურებულ მგელს, მაგრამ ადამიანი მარიონეტია ღვთის კარუსელში მჯდომი, იმიტომ რომ ის უსუსურია, უსუსურია იმიტომ, რომ გაურბის ყველაფერს გარდა ერთისა, რომელიც ყოველი სახლის მკვიდრია.... ნუთუ არცერთ თქვენგანს არ განუცდია თუნდაც სულ მცირედი, რაც ამ კაცმა განიცადა? არასდროს ჩაუფიქრებიხართ? არ დაინტერესებულხართ ვინ გიმზერთ ყოველ დღიურად ამ იდუმალი საგნიდან?? image

0
36
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მარიამი
მარიამი
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0