საქართველო საქართველოს პირველი ლედი(+მომავალ პრეზიდენტთან შეხვედრის ისტორია და ფოტოები) 2013, 23 თებერვალი, 11:35 სანდრა ელისაბედ სააკაშვილი-რულოვსი-ქალი ეფექტური გარეგნობით, გატაცებულია ხელოვნებით, უკრავს ფორტეპიანოსა და ფლეიტაზე, ყველანაირად დადებითი პიროვნებაა. ქალბატონი სანდრა დაიბადა 1968 წლის 23დეკემბერს ნიდრელანდების ქალაქ ტერნეზენში. 1991 წელს მან წარმატებით დაამთავრა ბრიუსელის უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული და ესპანური ენების სპეციალობით. გარდა ამისა იგი თავისუფლად ფლობს ქართულს, ჰოლანდიურს, ინგლისურს, გერმანულს და რუსულს. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მან იცის ასევე მეგრულიც და მისი მეგრულად შესრულებული სიმღერაც ცნობილია. მისი პირველი ვიზიტი საქართველოში, ჯერ კიდევ სააკაშვილის გაცნობამდე შედგა. 1992 წლის ზაფხულში, როდესაც ქალბატონი სანდრა წითელი ჯვრის თანამშრომელი იყო, საქართველოს ეწვია ჰუმანიტარული მისიით.1993 წელს კი სანდრამ თავისი მეუღლე, მომავალი საქართველოს პრეზიდენტი გაიცნო. მათი გაცნობა კი მოხდა სტრასბურგის ადამიანთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კაფეში, სადაც სააკაშვილი სტაჟირებას გადიოდა, ხოლო სანდრას სომალში გამგზავრებამდე აქ უნდა გაევლო ადამიანთა უფლებების დაცვის კურსები. გაცნობისას მიხეილი ძალიან ელეგანტური იყო, როგორც იხსენებს სანდრა და ასე გააცნო მან სანდრას თავი: "მე ვარ ჯორჯიიდან, მაგრამ არა აშშ-დან." თავის მოგონებებში სანდრა წერს, რომ ახალგაზრდებს ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი. წლის ბოლოს კი სანდრა, გაემგზავრა ნიუ იორკში, სადაც მუშაობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში და ჰოლანდიურ იურიდიულ კომპანიაში. 4 თვის შემდეგ კი სწორედ აქ დააკანონეს მათ თავიანთი ურთიერთობა. ჯვარი დაიწერეს თბილისის ერთ-ერთ ეკლესიაში, ხოლო თაფლობის თვე გაატარეს კიევში, სადაც მიხეილი სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე. სანდრა ორი შვილის-ედუარდის და ნიკოლოზის-დედაა. იგი აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაში. 2004 წლიდან სანდრა საქართველოს პირველი ლედია. რაოდენ რთულია მისთვის სააკაშვილის ცოლობა ამაზე აღარაფერს ვიტყვი. საქართველოში ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც პირველ ლედიზე ცუდს იტყვის, იმდენად თბილი და ქველმოქმედი პიროვნებაა. მართლაც, რომ ყველანაირად დადებითი ადამიანია! 990 7-ს მოსწონს 1-ს არა
|