საქართველო საქართველოს პირველი ლედი(+მომავალ პრეზიდენტთან შეხვედრის ისტორია და ფოტოები) 2013, 23 თებერვალი, 11:35 ![]() სანდრა ელისაბედ სააკაშვილი-რულოვსი-ქალი ეფექტური გარეგნობით, გატაცებულია ხელოვნებით, უკრავს ფორტეპიანოსა და ფლეიტაზე, ყველანაირად დადებითი პიროვნებაა. ქალბატონი სანდრა დაიბადა 1968 წლის 23დეკემბერს ნიდრელანდების ქალაქ ტერნეზენში. 1991 წელს მან წარმატებით დაამთავრა ბრიუსელის უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული და ესპანური ენების სპეციალობით. გარდა ამისა იგი თავისუფლად ფლობს ქართულს, ჰოლანდიურს, ინგლისურს, გერმანულს და რუსულს. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მან იცის ასევე მეგრულიც და მისი მეგრულად შესრულებული სიმღერაც ცნობილია. მისი პირველი ვიზიტი საქართველოში, ჯერ კიდევ სააკაშვილის გაცნობამდე შედგა. 1992 წლის ზაფხულში, როდესაც ქალბატონი სანდრა წითელი ჯვრის თანამშრომელი იყო, საქართველოს ეწვია ჰუმანიტარული მისიით. ![]() ![]() 2004 წლიდან სანდრა საქართველოს პირველი ლედია. რაოდენ რთულია მისთვის სააკაშვილის ცოლობა ამაზე აღარაფერს ვიტყვი. საქართველოში ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც პირველ ლედიზე ცუდს იტყვის, იმდენად თბილი და ქველმოქმედი პიროვნებაა. მართლაც, რომ ყველანაირად დადებითი ადამიანია! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 990 7-ს მოსწონს 1-ს არა
|