ჯანმრთელი კვება უსაფრთხოა თუ არა გენმოდიფიცირებული საკვები? 2013, 22 თებერვალი, 14:40 უსაფრთხოა თუ არა ადამიანისთვის გენეტიკური მოდიფიკაციით მიღებული კვების პროდუქტები?
მეცნიერების ნაწილს მიაჩნია, რომ სავსებით უსაფრთხოა, რადგან ბიოინჟინერიის მეთოდების გამოყენება სასარგებლო თვისებებს სძენს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. მათ აქვთ მაღალი ხარისხი, კარგი შესახედაობა და საკვებ ღირებულებას უფრო დიდხანს ინარჩუნებენ. მსოფლიო ბაზარზე მატულობს გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების რაოდენობა: სოიო, სიმინდი, კარტოფილი, ბრინჯი და სხვა.
მეცნიერების ნაწილი ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას. რადგან გენმოდიფიცირებული საკვების გამოყენება საფრთხეს უქმნის ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას. ახალი თვისებების გამო გემოდიფიცირებული მცენარეები უფრო კონკურენტუნარიანი ხდებიან, არაგენმოდიფიცირებულ ჯიშებთან შედარებით. ამას კი შესაძლოა სერიოზული ეკოლოგიური დარღვევები მოჰყვეს. გარდა ამისა, შეიძლება ადამიანის ორგანიზმში საშიში ნივთიერებების (ტოქსინები, ალერგენები) სინთეზირება მოხდეს, რაც საზიანოა ადამიანისთვის და ეკოსისტემისთვისაც.
რომელი კვების პროდუქტია უსაფრთხო?
საკვებიდან საკმაო რაოდენობით უნდა მივიღოთ ისეთი აუცილებელი ნივთიეღრბები, როგორიცაა: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკროელემენტები, მინერალური ნივთიერებები (არა გადაჭარბებულად, არამედ სწორი პროპორციით). კვების დღიური რაციონის 60 % -ს ვიტამინების შემცველი ნატურალური ბოსტნეული და ხილი უნდა წარმოადგენდეს. სასურველია, დანარჩენი პროდუქტები არ შეიცავდეს ქოლესტერინს, არ იყოს გენმოდიფიცირებული (ძირითადი მზა, იმპორტული) და დამზადებული იყოს უსაფრთხო შემავსებლით (E) ან საერთოდ არ შეიცავდეს მას. ქოლესტერინი - ცხიმების სახეობა, რომელიც სისხლშია. ადამიანის ორგანიზმში მისი რაოდენობა ზომაზე მეტად იზრდება, როცა იგი იღებს: ღორის და ცხვრის ხორცს, ლორს, შებრაწულ კანს, კვერცხის გულს, ნაღების კარაქს, არაჟანს, მაგარ ყველს, ხაჭოს და შოკოლადს. 228 3-ს მოსწონს
|