x
image
ვახოურია
როგორ ვითარდება ორსულობა?

imageქალის საკვერცხეები
თვეში ერთხელ გამოათავისუფლებენ კვერცხუჯრედს, რის შედეგად იგი ფალოპის მილის გავლით
მიემართება ქვევით-საშვილოსნოსკენ. ამ პერიოდში კვერცხუჯრედი განაყოფიერებისათვის მზად
არის და, თუკი მისი განაყოფიერება არ მოხდა, დაახლოებით 24 საათის შემდეგ იგი დაიშლება.
დაორსულების პროცესი
იწყება სქესობრივი კავშირის დროს მამაკაცის სათესლე ჯირკვლების გამონაყოფის-სპერმის
საშოში მოხვედრით.

საშვილოსნოს ყელისა და საშვილოსნოს ღრუს გავლით სპერმატოზოიდები სწრაფად მიემართებიან ფალოპის მილებისაკენ.
აქ ხდება კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდის შერწყმა, რის შედეგადაც განაყოფიერებული
კვერცხუჯრედი საშვილოსნოს შიგნითა გარსს მიემაგრება და ჩაიზრდება მასში (იმპლანტაცია).
ამ მომენტიდან იწყება ორსულობის პროცესი, რომლის დროსაც მიმდინარეობს ჯერ ჩანასახის
განვითარება, ხოლო შემდეგ-ნაყოფის ზრდა. ორსულობის ხანგრძლივობა შეადგენს 10 სამთვარეო
თვეს, ანუ 280 დღეს, რაც შეესაბამება 9 კალენდარულ თვეს.

0
207
3-ს მოსწონს
ავტორი:ვახოურია
ვახოურია
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0