x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სტალინის შვილი თავისი ნებით ჩაბარდა გერმანელებს.

imageსტალინის უფროსი შვილი ომის დასაწყისში ტყვედ ჩავარდა, ხოლო 1943 წელს ზაკცანჰაუზის ბანაკში დაიღუპა, ყველა მონაცემებით მან თავი მოიკლა. ამჟამად გერმანელი ჟურნალისტები იქექებიან არქივებში, მათ შორის რუსულ არქივებშიც და გამოიტანეს რამდენიმე დასკვნა:პირველი, სტალინის შვილი ტყვედ არ ჩავარდნილა, იგი ნებაყოფლობით ჩაბარდა, მეორე, მან ბევრი და საინტერესო მოუთხრო დაკითხვაზე გერმანელებს. არსებობს მოსაზრება, რომ სტალინგრადის ომის შემდეგ გერმანია დაუკავშირდა რუსებს და ითხოვა ჯუღაშვილის გაცვლა პაულიუსზე, მაგრამ სტალინმა თითქოს უპასუხა, რომ რიგით ჯარისკაცს ფედმარშალზე არ გაცვლიდა..პოპულარულ და ცნობილ ჟურნალ Der Spiegel-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც საარქივო მასალების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ იაკობ ჯუღაშვილი არა მარტო ნებაყოფლობით ჩაბარდა გერმანელებს, არამედ ღიად აკრიტიკებდა საბჭოთა მთავრობის სტრატეგიას და წითელი არმიის მოქმედებას.აგრეთვე ცნობილია თუ როგორი მძიმე და ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ მამა-შვილს ერთმანეთში, მიუხედავად 1943 წელს გერმანელთა შეთავაზებისა, სტალინმა არაფერი გააკეთა შვილის განთავისუფლებისთვის და არც მანამდე შეუწუხებია თავი. სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა თავის მემუარებში სწერს, რომ მამა დარწმუნებული იყო, რომ იაკობი ნებაყოფლობით ჩაბარდა გერმანელებს და მის ამგვარ გადაწყვეტლებაში დიდი როლი მისმა ცოლმა, იულიამ ითამაშა(იგი ებრაელი იყო.)თვითონ იაკობსაც ალბათ არ უნდოდა სამშობლოში დაბრუნება, მან იცოდა, რომ დახვრეტა თუ არა გადასახლება არ ასცდებოდა.....საბოლოოდ იაკობმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრდა.

1
1054
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1054
  
2019, 16 იანვარი, 7:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1