x
image
თამარი555
როგორ გამოვიცნოთ ადამიანი
საჭიროება იმისა რომ გამოვიცნოთ ადამიანი, იზრდება იმის შემდეგ, რაც რამოდენიმეჯერ ვტყუვდებით და შეცდომით მივენდობით ვინმეს. რადგანაც ჩვენ ამა თუ იმ დამოკიდებულების ხარისხით მინდობილი ვართ ირგვლივ მყოფ ადამიანებზე, ასეთ მნიშვნელოვან საკითხში არ გვინდა “იქნებ". როგორ ვისწავლოთ ადამიანების შეცნობა? ...


image


რამდენი წიგნიც არ უნდა წავიკითხოთ ამ თემაზე, პრაქტიკის გარეშე ადამიანებში გარკვევა ძალიან გაგვიჭირდება. პირველ რიგში უნდა შევისწავლოთ სხეულის ენა: ჟესტი, მიმიკა, რომელიც ძალიან ძალიან ბევრს გვეუბნება პიროვნების შესახებ. შეგვიძლია მოვიძიოთ მასალები ადამიანის ფიზიონომიის შესახებ, რომელიც ხასიათის გარკვეულ თავისებურებებს გვიხსნიან. იმისდა მიხედვით თუ რომელ ფსიქოლოგიურ ტიპს მიეკუთვნება იგი( ხოლერიკი_სანგვინიკი).



1. განავითარეთ და უსმინეთ თქვენს ინტუიციას.



ხშირად შინაგანი ხმა გვკარნახობს (ძირითადად, შეგრძნებისა და გრძნობის დონეზე). ვისთან გვაქვს შეგრძნება თითქოს ჭიანჭველები დარბიან ჩვენს კანზე და განგაშის განცდა გვეუფლება და ვისთან სიმშვიდე, სიწყნარე და დაცულობის შეგრძნება გვაქვს. ხოლო მესამე შემთხვევაში კი უბრალოდ ასეთი აზრი გაგვივლის, რომ “რაღაც ისე არ არის."

ინტუიცია გვკარნახობს იმას, რისი შეცნობაც ჯერ ვერ მოასწარით, მაგრამ ქვეცნობიერის დონეზე უკვე მოახდინეთ მისი პრიზმაში გატარება. ნუ გაუკეთებთ იგნორს თქვენს შინაგან ხმას, თქვენ ბოლოს მაინც მიიღებთ იმის მტკიცებულებას, რასაც თქვენი ქვეცნობიერი გაფრთხილებდათ, მაგრამ მერე ალბათ მაინც გექნებათ დანაკარგები გარკვეულ დონეზე. ჯობია ადრე გაუწიოთ ამას ანგარიში.


image


2. ავარჯიშეთ კონცენტრაცია და ცნობიერება.


ალბათ გსმენიათ და იცით ადამიანის სხეულის ჟესტებისა და მიმიკების შესახებ. შეისწავლეთ და დაიმახსოვრეთ მნიშვნელობა სხვაფასხვა სიგნალის, რომელითაც ადამიანი სხეულის ენაზე მეტყველებს. იმისათვის რომ გამოვიყენოთ ეს ცოდნა პრაქტიკაში, საჭიროა მუდამ შევინარჩუნოთ კონცენტრაცია შესწავლის ობიექტზე და არ გავაფართოვოთ არაცნობიერი. 5 წუთის შემდეგ ადვილად შეიძლება დაგავიწყდეთ, რომ თქვენ აანალიზებდით და აკვირდებოდით ობიექტს. რომ ეს არ მოხდეს__განავითარეთ უნარი ამოცანაზე ფოკუსირების.


3. გამოიტანეთ დასკვნები შესაბამის გარემოებებში.


აზრი იმის შესახებ რომ ადამიანის შეცნობა შეიძლება მხოლოდ უბედურებასა და ექსტრემალურ სიტუაციაში, არსებობს არა ისე უბრალოდ. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ადამიანების უმრავლესობა მიჰყვება ქცევის გარკვეულ ნიმუშს და ირგებს “დამცავ" ნიღაბს საზოგადოებაში და შეუძლია აჩვენოს ის ვინც არ არის სინამდვილეში.

როდესაც ადამიანი გამოდის საკუთარი ზონის კომფორტიდან, მაშინ აღარ ეძლევა საშუალება შაბლონური მოქმედების და რეაქციისა__და მაშინ დაინახავთ მის ნამდვილ და ჭეშმარიტ სახეს. და როდესაც მის გვერდით იქნებით იმ დროს თქვენი შინაგანი ფასეულობებიდან გამომდინარე მიხვდებით რა ადამიანი დგას თქვენს წინაშე. რაც უფრო არასტანდარტული იქნება ეს სიტუაცია, მით უფრო ადვილი იქნება ობიექტის გამოცნობა.

0
452
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამარი555
თამარი555
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0