ქალი და მამაკაცი რა არის სიყვარული? 2013, 15 თებერვალი, 16:53 ფილოსოფიის ისტორიკოსები, ფსიქოლოგები და პოეტები მრავალი წელია ცდილობენ უპასუხონ კითხვას, თუ რა არის სიყვარული?
განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, “სიყვარული გრძნობაა, ღრმად დამოკიდებულების და სიმპატიისა სხვა ადამიანის მიმართ."
ისინი გამოყოფენ სამ ძირითად კომპონენტს: ვნება__ ეს ფიზიკური მხარეა და წარმოადგენს თავის თავში სექსუალურ ლტოლვას, მიდრეკილებას და აღგზნებას. სიახლოვე__ეს ემოციონალური ასპექტია სიყვარულის, და მოიცავს კავშირს, პირველობას და მეგობრულ განცდას. ვალდებულება__ეს არჩევანია, ან გადაწყვეტილებაა დარჩნენ პარტნიორთან და ერთობლივად დაგეგმონ მომავალი. ამ სამი კომპონენტის სხვადასხვა შეთანხმება განსაზღვრავს სიყვარულის განსხვავებულ ფორმებს: რომანტიული სიყვარული__ (სიახლოვე და ვნება) მეგობრული სიყვარული__ (სიახლოვე და ვალდებულება) საბედისწერო სიყვარული__ (ვნება და ვალდებულება) სრულყოფილი სიყვარული__ (ვნება, სიახლოვე და ვალდებულება), ეს ასევე წარმოადგენს ძლიერ და ხანგრძლივ გრძნობას. ძველი ბერძნები ყოფდნენ სიყვარულს კატეგორიებად: აღაპე__უსიტყვო სიყვარული, როგორიცაა ღმერთის სიყვარული ადამიანისადმი. ფილია__ მშვიდი და სათნო სიყვარული, დაფუძნებული ჩვენს სურვილებსა და სიმპატიებზე. სტორგე__ოჯახური, ნათესაური სიყვარული, ფიზიკური დემონსტრირება მასზე დამოკიდებულებისა. ეროსი__ენთუზიაზმით სავსე-თაყვანისცემა სასიყვარულო ობიექტისადმი. ლუდოსი__სიყვარული როგორც ფლირტი, თამაში. მანია__ დაუფლებული სიყვარული. პრაგმა__ რეალისტური და პრაქტიკული სიყვარული. ფსიქოლოგები ამტკიცებენ რომ ძნელია ნახო ხანგრძლივად ბედნიერ ურთიერთობის მდგომარეობაში მყოფი წყვილი, რომლებიც არ იმყოფებოდნენ სხვადასხვა სოციალურ და ეკონომიური წრიდან. საჭიროა ზოგჯერ რაღაც უფრო მეტი, ვიდრე სიყვარული, რომ დარჩნენ წყვილები ხანგრძლივ ქორწინებასა თუ ურთიერთობაში. სიყვარული ეს საწყისი პუნქტია და რომ ის გადარჩეს, მას მოთმინება უნდა კვებავდეს, დათმობა და იუმორი. სპეციალისტები მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ საერთო ღირებულებებითა და ერთგულების მქონე ადამიანები, ყველაზე ხანგრძლივად არიან ერთად. ამას გარდა, ყოველი ადამიანი უნდა სწავლობდეს გამოსავლის პოვნას პრობლემების დროს, უნდა შეეძლოს მართოს საკუთარი სიბრაზე თუ სტრესი მოთმინების დახმარებით. 139 5-ს მოსწონს 1-ს არა
|