ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, რობინ ვან პერსიმ აღიარა, რომ მანჩესტერ იუნაიტედში თამაშით სიამოვნებას იღებს.
"მივხვდი, რომ როდესაც შენ თამაშობ მანჩესტერ იუნაიტედში, ყოველი მატჩი დიდია, " - აცხადებს რობინ ვან პერსი.
"არსებობს რამდენიმე განსაკუთრებული მატჩი - მაგალითად პრემიერ ლიგაში ლივერპულის, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე, რეალის წინააღმდეგ. მიუხედავად თამაშის კალიბრისა, ნებისმიერ მათგანში გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ტურნირში ჩემპიონობისთვის."
"მინდა ვითამაშო რედინგის წინააღმდეგ, მინდა ვითამაშო ყველა მატჩში. მიყვარს ხმაური, დრამა, ბრძოლა. ვერ წარმომიდგენია დღე, როდესაც მომიწევს კარიერის დასრულება."
https://www.facebook.com/geopremierleague