x
image
არსენალი
სილვამ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი

imageდავიდ სილვა ახალი კონტრაქტის მიხედვით კვირაში დაახლოებით 200 ათას ფუნტს მიიღებს. ასეთი ხელფასი კლუბში მხოლოდ კარლოს ტევესს და იაია ტურეს აქვთ.
26 წლის ესპანელი ფეხბურთელი "ვალენსიას" აღზრდილია. ძირითადად ესპანეთში აღზრდილი ფეხბურთელები ესპანეთშივე განაგრძობენ კარიერას, თუმცა მისით არც "რეალი" და არც "ბარსელონა" დაინტერესდა და სილვამაც ინგლისს მიაშირა. 2010 წელს ის გახდა "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი და იმავე წელს მისმა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, სადაც სილვამაც მიიღო მონაწილეობა.
ამის შემდეგ ფეხბურთელის კარიერაში უდიდესი პრგრესი დაიწყო. "სიტისთან" ერთად მოიგო ინგლისის თასი, პრემიერლიგა და ქომუნითი შილდი, იგივე ინგლისის სუპერთასი. ხოლო ნაკრებთან ერთად ევრო 2012. ის გახდა ერთ-ერთი საუკეთესო პლეიმეიქერი ინგლისის პრემიერლიგაში.

ბოლო პერიოდში "ბარსელონამაც" და "რეალმაც" გამოთქვეს სურვილი სილვას შეძენისადმი, თუმცა ესპანელმა გადაწყვიტა მანჩესტერში დარჩენა. ის ამბობდა, რომ აქ თავს ბედნიერად გრძნობს, რაზეც მოწმობს მისი ახალი კონტრაქტი კლუბთან.

"მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ კიდევ რამდენიმე წელი ვითამაშებ ამ კლუბში. აქ უკვე ორი წელია ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ. მოხარული ვარ, რომ კლუბის მფლობელები მენდობიან და სურთ ჩემთან მუშაობის გაგრძელება. ჩვენ მოვიგეთ პრემიერლიგა და ორი სხვა ინგლისური ტიტული, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და კვლავ ვიბრძოლებთ სხვადასხვა ტიტულების მოგებისთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მე აქ დარჩენა." - განაცხადა სილვამ.

0
45
1-ს მოსწონს
ავტორი:არსენალი
არსენალი
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0