x
რატომ აღარ კითხულობენ ჩვენი შვილები წიგნებს?შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა
რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მეტი მშობელი ჩივის, რომ მათი შვილები წიგნებს აღარ კითხულობენ.ბავშვები მთელ დღეს კომპიუტერთან და ტელევიზორის ეკრანთან ატარებენ და წიგნისაკენ გახედვაც აღარ უნდათ.

ლამის ყოველდღიურად ჩნდება ახალ ახალი გასართობები, რომლებიც მთლიანად იპყრობენ მოზარდი თაობის ყურადღებას.ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მთელი მსოფლიოს მეცნიერები იმას ცდილობენ, როგორმე ისეთი რამ გამოიგონონ, რაც ტოტალურად დაიპყრობს ბავშვის გონებას და იქ წიგნის ადგილს აღარ დატოვებს.

იყო დრო, როდესაც ყოველი ახალი წიგნის გამოსვლა დღესასწაული გახლდათ.წიგნს თითქმის ყველა კითხულობდა, წიგნის მაღაზიებში რიგები იდგა.ხანდახან ამა თუ იმ გამოცემას ვერც კი შოულობდნენ და მეგობრებისგან ინათხოვებდნენ ხოლმე.

სწორედ იმ დროიდანაა შემორჩენილი თითქმის ყველა ქართულ ოჯახში შესანიშნავი საოჯახო ბიბლიოთეკა.


დღეს ბავშვებს სხვა აღარაფრისთვის რჩებათ დრო და მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებენ.

რა შედეგები შეიძლება ამან გამოიღოს?

წიგნს მოწყვეტილი თაობები ძალიან იოლად ივიწყებენ ტრადიციულ ფასეულობებს.მთლიანად უახლესი გლობალური გამოგონებების ტყვეობაში ექცევიან და აღარ რჩებათ დრო ფიქრისათვის, ტრადიციებისათვის.

ყოველი ახალი ტექნოლოგიის შექმნა მნიშვნელოვნად აკნინებს წიგნის როლს საზოგადოების ცხოვრებაში.შეიძლება ითქვას, რომ სულიერება და წიგნი, როგორც ორი ერთმანეთისგან განუყრელი ფენომენი, გლობალიზაციის ეპოქაში საფრთხის წინაშე დადგა.

საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, გაანალიზოს მის წინაშე მდგარი საფრთხე და სულიერ ღირებულებებთან დაბრუნებით ჰარმონიულ ცხოვრებას მიაღწიოს.

ამის მიღწევა კი შეუძლებელია წიგნის დაკნინების ეპოქაში.

ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ ის საფრთხე, რაც ჩვენ წინაშე მთელი სერიოზულობით დადგა.მისი გადალახვა მხოლოდ წიგნის დახმარებითაა შესაძლებელი.ჩვენი ვალია, წიგნს დავუბრუნოთ ძველი ფუნქცია, რათა საზოგადოება არ გადაგვარდეს.

რამდენიმე დღის წინ ტელევიზიით ერთი ცნობილი ქართველი მწერლის ინტერვიუ მოვისმინე.იგი ჩიოდა, რომ ახალგაზრდები წიგნებს აღარ კითხულობენ; რომ კომპიუტერმა და ინტერნეტმა ისე შეავიწროვა წიგნი, რომ რაც დრო გადის, წიგნისადმი ინტერესი კლებულობს;და რომ შეუძლებელია, ამან გავლენა არ მოახდინოს ჩვენი საზოგადოების სულიერ ცხოვრებაზეო.

მართლაც, ყველას არა ერთხელ მოგვისმენია უფროსი თაობის წარმომადგენელთა ჩივილი და საყვედური ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც, მათი აზრით წიგნებს აღარ კითხულობენ.

ნუთუ მართლაც ასეთი კატასტროფული ვითარება შეიქმნა საქართველოში?საკითხავია, მხოლოდ ახალგაზრდებმა დაკარგეს წიგნისადმი ინტერესი, თუ უფროსი თაობის წარმომადგენლებიც ნაკლებს კითხულობენ ახლა, ვიდრე წინათ?

იქნებ მათი საყვედურები უსაფუძლოა და თვითონაც ისევე არ კითხულობენ წიგნებს, როგორც მათი შვილები და შვილიშვილები;და იქნებ ის ბიბლიოთეკები, რომლებსაც საქართველოს თუნდაც ყველაზე მიყრუებული სოფლის უბრალო ბინაშიც კი შეხვდებით, მხოლოდ ბუტაფორიაა და ამ წიგნთაგან უმრავლესობა ერთხელაც არ გადაფურცლულა?

სამწუხაროდ, არარსებობს სტატისტიკური მონაცემები, საქართველოში ერთი ადამიანი საშუალოდ რამდენს კითხულობდა წინათ და რამდენს კითხულობს ახლა.სამაგიეროდ არსებობს სტატისტიკა, თუ როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ განვითარებულ ქვეყნებში.

საკითხავია, წიგნებისადმი ინტერესის კლება ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა თუ ეს მხოლოდ საქართველოში გვაწუხებს?საგულისხმოა ამ მხრივ სხვა ქვეყნების მაგალითი:ყველაზე მკითხველ ერად ფინელები ითვლებიან.საშუალო სტატისტიკური ფინელი კვირაში თითქმის ერთ წიგნს კითხულობს.ბოლო ათწლეულების განმავლობაში მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი წიგნი გამოდის.სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ წიგნისადმე ინტერესი ბოლო ათწლეულში მკვეთრად არ შენელებულა.

ასე რომ, ''წიგნის მოყვარულთა''ვიშვიში საფუძველს მოკლებულია.

თუ ქართველი ბავშვები წიგნებს აღარ კითხულობენ, ეს გლობალიზაციას კი არ უნდა დავაბრალოთ მიზეზი ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ.ცნობილია, რომ ბავშვი რასაც ოჯახში ხედავს, იმასვე აკეთებს.თუ კითხვა და წიგნის სიყვარული ოჯახში ჩვეულებრივი მოვლენაა, ბავშვებიც სიამოვნებით კითხულობენ ხოლმე წიგნებს.ვფიქრობ ძნელად წარმოსადგენია ოჯახი, რომლის უფროსი წევრებიც გამუდმებით წიგნებს ჩაჰკირკიტებენ(და ტელევიზორს საერთოდ არ უყურებენ)ხოლო უმცროს თაობას წიგნი საერთოდ არ აინტერესებს.

წიგნი ყოველთვის იარსებებს და მისი ფუნქცია მუდამ იქნება როგორც ცოდნის გადაცემა, ასევე სიამოვნების მინიჭება და გართობაც კი.წიგნი დარჩება როგოც პიროვნების სულიერი ფორმირების უმთავრესი საშუალება.

ამავე დროს, კიდევ უფრო გაიზრდება კითხვის როლი და ასეთ შემთხვევაში განუზომელია ოჯახისა და სკოლოს მნიშვნელობა.ჩვენი მიზანია ბავშვებს შევაყვაროთ კითხვა, ხოლო მომავალმა თაობამ კითხვა შეიძლება გამოიყენოს როგორც ტრადიციული წიგნის, ასევე ნებისმიერი სამომავლოდ შექმნილი ტექნოლოგიური პროდუქციის წასაკითხად, რომელიც თანამედროვე წიგნის ამა თუ იმ ფუნქციას შეასრულებს.წიგნიწიგნიimage

0
483
1-ს მოსწონს
ავტორი:თებრო
თებრო
483
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0