ფოტოგრაფია 10 ფოტო რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს (ნაწილი 3) 2013, 15 თებერვალი, 20:02 მოგესალმებით ! ვინაიდან და რადგანაც წინა პოსტს 10 ფოტოს შესახებ დიდი გამოხმაურება მოყვა გადავწყვიტე ეს რუბრიკა გამეგრძელებინა და წარმოგიდგენთ კიდევ ათიოდე ფოტოს რომლებმაც მსოფლიო ხალხზე რაღაც გავლენა იქონიეს..
"როგორ უნდა აკოცო" ჟურნალი "ლაიფი" 1942 წ. ![]() პირველ აზიელ ნობელის პრემიის მფლობელს, დიდ მოაზროვე თაგორს, 1930 წელს ბერლინში, საკუთარ სახლში უმასპინძლა ალბერტ აინშტაინმა. გენიოსებმა ისაუბრეს ხელოვნებაზე, მეცნიერებასა და რელიგიაზე. ![]() ნახევარმთვარემ "შეამკო" ხეფრენის პირამიდა (2012 წლის 22 ოქტომბერი) ![]() უცნობი ჯარისკაცის საფლავის საპატიო ყარაულები ქარიშხალ სენდის ("Sandy") დროს (არლინგტონი). ამ საფლავზე მეთვალყურეობა არ წყდება 1948 წლიდან მიუხედავად ნებისმიერი ამინდისა. ეს ფოტო გადაღებული იქნა ერთ–ერთი ტურისტის მიერ და მან დიდი გამოხმაურება მოიპოვა ინტერნეტ სივრცეში. ![]() ემპაიერ სტეიტ ბილდინგის ფანჯრის მწმენდავი ფოტოაპარატით, 1936 წ. ![]() ეს არის პირველი Air Jordan I - “Notorious“ რომელიც 1984 წელს გამოვიდა. მას შემდეგ თითქმის 30 წელი გავიდა და ამ დროის განმავლობაში, ნაიკმა სხვადასხვა დიზაინით კიდევ 27 Air Jordan გამოუშვა ![]() ჰემინგუეი, ქ. მილანი, 1918 1918 წლის 8 ივლისს ის დაიჭრა ორივე ფეხში და ოპერაციის მსვლელობისას მისი ქვედა კიდურებიდან ამოღებულ იქნა 227 ფრაგმენტი. ![]() უცნობი ქართველი ჯარისკაცი. აფხაზეთის ომი 1992-1993. ![]() სკოტლანდ იარდის წევრი აკავებს "სკინჰედს". სკინჰედები არიან მემარჯვენე რადიკალები, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებიან მულტიკულტურული და მულტირასობრივი საზოგადოების ცნებას. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი. 1980 წლის 7 აპრილი. ![]() ეს ფოტო ალფრედ ეიზენშტედტმა 1945 წლის 14 აგვისტოს გადაიღო, როცა მთელი ამერიკა იაპონიაზე გამარჯვების დღეს - «V-J Day»-ს (Victory over Japan Day) აღნიშნავდა. საღამოს 7 საათი იქნებოდა, როცა რადიოთი იაპონიის კაპიტულაციის შესახებ გამოცხადდა და მოედანზე ბედნიერი შეძახილები გაისმა. „უეცრად ერთი მეზღვაური დავინახე, რომელიც გზად ყველა შემხვედრ გოგონას ეხვეოდა, უკან გავყევი ჩემი ლეიკით ხელში. თვალი მოვკარი, როგორ ჩაეხუტა ის ვიღაც თეთრებში ჩაცმულს, მოვტრიალდი და სწორედ ის მომენტი გადავიღე, როცა მან ექთან ქალს აკოცა... ზუსტად ოთხი კადრი გადავიღე და ეს წამებში მოხდა.“ - იგონებდა ფოტოგრაფი. ![]() 3146 20-ს მოსწონს 1-ს არა
|