ფოტოგრაფია ფოტოები მსოფლიო ცხოვრების შესახებ, ფოტოები რომლებმაც მსოფლიო დააფიქრა. 2013, 26 მარტი, 1:10 მოგესალმებით !
მინდა ამ სტატიაში წარმოგიდგინოთ ფოტოები, რომლებმაც მსოფლიოს მოსახლეობა დააფიქრეს სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიოს ისტორია და გავლენა იქონიეს სახელმწიფო დონეზე.
პირველ ცდაზე წარმოგიდგენთ მხოლოდ ათ ფოტოს, ხოლო თუ სტატია მოგეწონებათ მას რუბრიკის სახეს მივცემ და გავაგრძელებ ფოტოების სტატიების წერას. 10. ფოტოგრაფმა ნიკ იუტიმ ფოტო გადაუღო ვიეტნამის ომის დროს გადამწვარი ქალაქიდან გამოქცეულ ხალხს. სწორედ ამ ფოტომ აიღო ნობელის პრემია ფოტოგრაფის გარდაცვალების შემდეგ და დააფიქრა ხალხი ვიეტნამის ომზე. ![]() 9. ცეცხლმოკიდებული ბუდისტი ბერი. ![]() 8. ისრაელის არეულობის დროს დაღუპული ბავშვი რომელიც მამას ხელში ჩააკვდა. ფოტო გადაღებულია ფრანგი რეპორტიორის მიერ. ![]() 7. "ყველაზე ცნობილი ფოტო, რომელიც ვერავინ დაინახა" - ასე დაასათაურა თავისი ფოტო ფოტოგრაფმა რიჩარდ დრიუმ. ფოტოზე აღწერილია 11 სექტემბრის ერთ-ერთი მსხვერპლი როგორ ხტება ცათამჯენიდან. ![]() 6. გაყინული ნიაგარას ჩანჩქერი. 1911 წელი. ![]() 5. მაიკ უელსი. 1980 წელი. კარამოჯას რაიონი, უგანდა. საშინლად მშიერი ადგილობრივი და ინგლისელი მისიონერი. ![]() 4. ისრაელი, იორდანიის სანაპირო, 2006 წელი. (მე ამ ფოტოს უკომენტაროდ დავტოვებ). ![]() 3. ატომური "სოკო" ნაგასაკის თავზე. ავტორი უცნობია. ![]() 2. პოლონელი პატარა ბავშვი ტერეზა, რომელიც "კონცლაგერში" გაიზარდა დაფაზე ხატავს "სახლს". ![]() 1. ფოტო გადაღებულია 1932 წლის 29 სექტემბერს როკფელერ-ცენტრის 69 სართულზე, შესვენებისას. ![]() დიდი მადლობა ყურადღებისთვის! 4456 16-ს მოსწონს 1-ს არა
|