ფოტოგრაფია 2012 წლის საუკეთესო ფოტოები 2013, 15 მარტი, 16:25 მოგესალმებით !
ამ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ სააგენტო როიტერის მიერ დაფიქსირებული ფოტო-კადრები, რომლებიც მსოფლიომ უკვე საუკეთესოდ აღიარა. ასევე მიმაჩნია მეც.. "სულში ჩამწვდომი" და ძალიან აზრიანი ფოტოებია... ჯერჯერობით სულ 10 ცალია და თუ მოგეწონებათ კიდევ გავაგრძელებ... ![]() 10. სირიელი მეომარი ისვრის სნაიპერის ტიპის იარაღიდან არეულობისას. ალეპო, 14 აგვისტო. ![]() 9. გოგონა "აწვება" საკუთარ ავტომობილ Fiat 500-ს დასაძრავად. რომის ერთერთი რაიონი, 23 მარტი. ![]() 8. "Costa Concordia"-ს ჩაძირვის შემდეგ ნაპირზე გამორიყული სკამი. კუნძული ჯილიო, 20 იანვარი. ![]() 7. ინდონეზია, 19 იანვარი. სკოლაში მიმავალი ადგილობრივი მოსწავლეები რომლებსაც ყოველდღე უწევთ ამ ხიდის 2-ჯერ გადალახვა. ![]() 6. ალტამირის მიდამოებში მცხოვრები ადგილობრივები მშვილდ-ისრით უმკლავდებიან პოლიციის ვერტმფრენს. 15 ივნისი. ![]() 5. იამაიკელი მორბენალი უსეინ ბოლტი მიისწრაფვის თავისი გამარჯვებისკენ ლონდონის ოლმიპიადაზე. 9 აგვისტო. ![]() 4. მანილის მცხოვრებნი მიცურავენ უხიფათო ადგილისაკენ 11 მაისის ხანძრის შემდეგ. ამ ხანძარმა გაანადგურა დაახლოებით 1000 სახლი და 5000-მდე ადამიანი დარჩა საცხოვრებლის გარეშე. ![]() 3. სირიელები ახტებიან "მავთულების" დაბრკოლებას თურქეთში გასაქცევად არეულობის დროს. 9 ნოემბერი. ![]() 2. პალესტინელები ქუჩაში "მოათრევენ" ისრაელის მოღალატედ აღიარებული ადამიანის გვამს. 20 ნოემბერი. (რა საშინელებაა). პალესტინელებმა შპიონაჟში 6 ადამიანი დაადანაშაულეს და სიკვდილით დასაჯეს. ![]() 1. ყველაფერი, რაც ქარიშხალ "სენდის" მოვლენიდან 3 დღეში დარჩა ატრაქციონიდან. სისაიდ-ჰეთსი, ნიუ-ჯერსის შტატი, 1 ნოემბერი. ![]() მადლობა ყურადღებისთვის! თუ სტატია მოგეწონებათ გავაგრძელებ... 6261 12-ს მოსწონს 1-ს არა
|