სხვა ვალენტინობა – წარმართული “დღესასწაული” 2013, 14 თებერვალი, 13:03 ![]() ![]() სწორედ ამიტომ ცდილობენ მსოფლიო ძალები დანერგონ ჩვენში ჩვენთვის უცხო და მაცდური ტრადიციები.რა დღესასწაულები მოიტანა ახალმა დროებამ?დასავლეთის იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ნამდვილად არა აქვთ უანგარო სიყვარული ჩვენს მიმართ, სადაც სული უკვე დიდი ხანია სრულ დევნილობაშია, აღლუმს კი ეპიკურეიზმი მართავს, შემოდის ისეთი “დღესასწაულები", როგორიცაა სატანისტური ორგია “ჰელოუინი" და მაცდური “ვალენტინობა".თუ კი პირველი სატანის აშკარა და დაუფარავი ზეიმია, მეორე ცდიილობს სიყვარულისა და სილამაზის ფრაზეოლოგიით დაფაროს თავისი ნამდვილი სექსუალური არსი, სადაც ცენტრში არის არა ჭეშმარიტი სიყვარული, არამედ შეყვარებულობა და სქესობრივი ლტოლვა. ![]() იმისათვის, რათა დაენერგათ ვალენტინობის “დღესასწაული", მოიგონეს ამბავი, მითი, რრომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს წმ.ვალენტინისთან.ეკლესიის არცერტი წმ.ვალენტინის ცხოვრება არ შეესაბამება იმ მითს, რომელიც მოგვიანებით შეთხზეს იმ მიზნით, რათა წარმართული დღესასწაული ქრისტიანული ტერმინოლოგიით შეენიღბათ. ![]() სინამდვილეში, თებერვლის ზუსტად ამ დღეს, შორეულ საუკუნეებში, რომის იმპერიასი ტარდებოდა წარმართული ფესტივალი, რომელიც მიძღვნილი იყო “მგზნებარე" სიყვარულის ქალღმერთ ჯუნო ფებრუატასადმი.ამ ზეიმის დროს ხალხი იწყებდა მოლხენას და ყველა ცდილობდა თავისი ვნებიანი მეწყვილის პოვნას.იგონებენ ახალ ღონისძიებებსაც, როგორიცაა “მის მონაზონი"-სილამაზის კონკურსი კათოლიკე მონაზონ ქალებს შორის. ![]() არსებობს ასევე ისტორიული ცნობა, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ინახავს და ეს არის ვინმე ვალენტინოს, ეკლესიის მიერ განკვეთილი ბერის შესახებ ცნობა, რომელმაც პირველმა დასწერა ჯვარი ჰომოსექსუალისტ წყვილს და ამით განარისხა მთელი ქრისტიანული სამყარო.ეს ზუსტად 14 თებერვალს მოხდა! 2005 წლიდან, რომის პაპის და ვატიკანის საელჩოს განცხადებით, ჭეშმარიტ ქრისტიანებს აეკრძალათ 14 თებერვლის, როგორც შეყვარებულთა დღის აღნიშვნა.ასევე აკრძალვა გააკეთა მარტლმადიდებელმა ეკლესიამაც, მათ შორის უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. ![]() მართლმადიდებლური ეკლესია ჭეშმარიტ, სულიერი სიყვარულის დღეს საქართველოში აღნიშნავს 16 ივლისს-გერგეტობის დღესასწაულზე, რომელიც უწმინდესმა ილია მეორემ დააწესა 1980 წლიდან, ხოლო სამოქალაქო საერო სიყვარულის დღე საქართველოში-1994 წლიდან ყოველ 15 აპრილს აღინიშნება, რომლის დაარსებასაც ქართველი წყვილის ისტორია უდევს საფუძვლად. P.S სიყვარულით გეცხოვროთ!!! 663 3-ს მოსწონს
|