x
image
cindarella
ლუდი-კარგია თუ არა
image კარგია, თუ არა?


სასარგებლოა, თუ საზიანო ლუდი-ეს თაობათა განხილვის საგანია.ჩვენმა შორეულმა წინაპ-რებმაც იცოდნენ, რომ გადაჭარბე-ბული ალკოჰოლის მიღება სიკეთეს არ მოუტანდათ.

თურმე ეს დაბალი ალკოჰოლუ-რი შემცველობის სასმელი აღმოაჩი- ნა შუა საუკუნეების ცნობილმა ექიმმა და ალქიმიკოსმა-პარაცელ-სუსმა.ის ამტკიცებდა, რომ ლუდის მოსამზადებლად გამოიყენებოდა ბუნებრივი პროდუქტები, რომლებიც დადებითად მოქმედებდნენ ჯანმრთელობის ორგანოებსა და გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემაზე. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ შუა საუკუნეების ევროპა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელო-ბით, მთლიანად “ჩაეფლო" ლუდის ქაფში და ეს დღემდე გრძელდება. პარაცელსუსის დასაბუთებიდან გამომდინარე, ღირს დავიმახსოვ-როთ მისი ციტატა:“საკვების სარგებელი ან შხამი განისაზღვება მისი ხარისხით". მისი აზრით, ლუდის მოხმარების ნორმაა 2-3 ჭიქა დღეში.

რა არგუმენტები არსებობს ლუდის სარგებლიანობაზე?გარდა პარაცელსუსის დასკვნებისა, ლუდის სარგებლიანობაზე საუბრობდნენ სხვა ავტორიტეტული პიროვნებებიც:


-ბოსტონის უნივერსიტეტის დოქტორი კერტის ელისონი აცხადებს, რომ ლუდის ზომიერად მიღება(დაახლოებით 1 ლიტრი დღეში) ამცირებს გულის იშემიური დაავადებების რისკსა და ასაკობრივ ცვლილებებს ორგანიზმში.

-დანიის მკვლევარები აცხადებენ, რომ ის, ვინც გამუდმებით სვამს ლუდს, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს უწყობენ ხელს.

-ამერიკელი მეცნიერები თვლიან, რომ ლუდი დიდი რაოდენობით შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც ასტიმულირებენ სისხლში ერითროციტების გამომუშავებას.

უპირველეს ყოვლისა, ლუდის მოყვარულები აღნიშნავენ, რომ ეს დაბალალკოჰოლური სასმელი, დამზადებული ალაოსა და სვიასაგან, შეიცავს რკინას, სპილენძს, ფოსფორსა და მაგნიუმს.

ლუდი არ შეიცავს იმ რაოდენობის შაქარს, როგორც ამას ამბო-ბენ, ასე რომ ერთი დალევა არ გაგასუქებთ.

3
164
6-ს მოსწონს
ავტორი:cindarella
cindarella
164
  
2012, 16 სექტემბერი, 15:53
:D
2012, 16 სექტემბერი, 15:50
მეზარება კითხვა ასე რომ კარგიაა :D:D
0 1 3