სხვა ბრძნული ციტატები და გამონათქვამები!! (3) 2012, 11 ოქტომბერი, 12:50 1.ყველას რომ ისე მოექცე, როგორც ეკადრება, არავის არ ასცდება გამათრახება(შექსპირი).
2.ლაპარაკი დაიწყე ორ შემთხვევაში:როცა შენი სიტყვის საგანი კარგად გაქვს მოფიქრებული, ან როცა რაიმეს თქმა აუცილებელია; მხოლოდ ამ შემთხვევაშია მეტყველება დუმილზე უკეთესი, სხვა შემთხვევებში კი სჯობს გაჩუმდე(სოკრატე).
3.სიმშვიდე დაუმარცხებელი პასუხია ცხოვრების ყოველ გამოწვევაზე(შრი ჩინმოი).
4.კოცნა კარგი ხრიკია, შექმნილი ბუნების მიერ, რომ შეაჩეროს სიტყვები მაშინ, როდესაც საუბარი ზედმეტია.
5.გახსოვდეს, რომ ურთიერთობაში ერთმანეთის სიყვარული უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ერთად ყოფნის “საჭიროება".(დალაი ლამა) 6.-როგორ ფიქრობ, თუ სიყვარული ნამდვილია, ის დაბრუნდება? -თუ სიყვარული ნამდვილია, ის არსად წავა!! 7.იყავი ის, ვინც ხარ... სხვა როლები უკვე განაწილებულია!!!(ოსკარ უაილდი) 8.არასოდეს გაეკიდო კაცს და ტრანსპორტს, რადგან შემდეგი აუცილებლად მოვა... 9.ცხოვრება გეძლევა ერთხელ, ამიტომ იცხოვრე ისე, რომ “ზევით" თქვან: “გაამეორეთ"!! 10.უმჯობესია გმირის ქვრივი იყო, ვიდრე-ლაჩრის ცოლი.(კარამზინი) 11.სიცოცხლე იმით კი არ იზომება, რამდენჯერ ჩაისუნთქავ, არამედ იმით, რამდეჯერ შეგეკვრება სუნთქვა... 12.უსიყვარულოდ ადამიანი იგივეა, რაც მიცვალებული შვებულებაში.(რემარკი) 13.ხშირად არწივი ქათამზე დაბლაც კი დაეშვება ხოლმე, მაგრამ ქათმები ღრუბლებამდე ვერასოდეს მიაღწევენ.(კრილოვი) 14.სიტყვა ვერცხლია, დუმილი ოქრო. 15.სიყვარული ორ სხეულში მცხოვრები ერთი სულია.(არისტოტელე) 5721 3-ს მოსწონს
|