ფოტოგრაფია 10 ფოტო რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს (ნაწილი 2) 2013, 13 თებერვალი, 13:24 მოგესალმებით ! ვინაიდან და რადგანაც წინა პოსტს 10 ფოტოს შესახებ დიდი გამოხმაურება მოყვა გადავწყვიტე ეს რუბრიკა გამეგრძელებინა და წარმოგიდგენთ კიდევ ათიოდე ფოტოს რომლებმაც მსოფლიო ხალხზე რაღაც გავლენა იქონიეს..
თბილისი, 1926 დაკარგული თაობა „უფასო სასადილოში ღარიბი ბავშვები მაგიდას უსხედან. საბჭოური სახელმწიფო საბავშვო ბაღი დახმარებას ერთერთი ამერიკული ფონდისგან იღებს. თუ ეს ბავშვები პროლეტარიატის შვილები არიან, მაშინ ყოჩაღ პროლეტარიატს! ასეთი საყვარელი ბავშვები არასოდეს მინახავს, ” - ამბობს ფოტოჟურნალისტი მეინარდ ოუენ უილიამსი. დახედეთ ფოტოს თარიღს და ჩვენი ისტორია გაიხსენეთ: ბედის ირონიაა. ფოტოს გადაღებიდან 70-იოდე წლის შემდეგ, 90იანებში, საქართველოში ისევ გამოჩნდა საქველმოქმედო სასადილოები, და ამ პატარა ბავშვების თაობა, უკვე ხანდაზმულები, რომლებმაც ომებს, შიმშილს, წამებასა თუ გადასახლებას გაუძლეს, კვლავ უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ისევ ბედისა და ქველმოქმედების ანაბარა... ეს დაკარგული თაობა ტყუილუბრალოდ შეიწირა „ნათელი მომავლის” სახელმწიფომ, რომელმაც სასაცილოდ მცირე ხანს იარსება. ფოტო National Geographic-ის არქივიდანაა. 86 წლის შემდეგ National Geographic (საქართველო) –ის ჟურნალის ფურცლებზე მან პირველად იხილა დღის სინათლე. მანქანა აუზი, Swimmobile, ნიუ-იორკი, 1960 წელი უკრაინული ნაციონალისტური ორგანიზაციის УНА-УНСО-ს მებრძოლები აფხაზეთში, რომლებიც თვითნებურად ჩამოვიდნენ საქართველოში ქართული მხარის დასახმარებლად. მოხალისეთა ჯგუფი დაახლოებით 100-150 მებრძოლს ითვლიდა. მათ თითქმის ყველა დიდ შეტაკებაში მიიღეს მონაწილეობა. 14 წევრი დაჯილდოვებულ იქნა ვახტანგ გორგასალის ორდენით, 7 მათგანი სიკვდილის შემდეგ. არაოფიციალურად მათ მონაწილეობა 2008 წლის აგვისტოს ომშიც მიიღეს ქართული მხარის დასახმარებლად. ორგანიზაციის დევიზია: "ჯობს მოკვდე როგორც მგელი, ვიდრე იცხოვრო როგორც ძაღლმა". ოდრი ჰეფბერნი 1954 ოდრი და მისი დედა უცდიან პასუხს შეკითხვაზე - ვინ გაიმარჯვებს ნომინაციაში: წლის საუკეთესო მსახიობი. ეს იყო პირველი და ერთადერთი "ოსკარი" ოდრი ჰეპბერნის ცხოვრებაში. უილსონ ბენტლი იყო ერთ-ერთი პირველი ფოტოგრაფი, რომელმაც შეძლო თოვლის ფიფქების გადაღება. ის ფანტელებს შავ ხავერდზე ისეთი ფორმით ათავსებდა, რომ ახერხებდა მათ დაფიქსირებას დნობამდე ან აორთქლებამდე. ბენტლი ფიფქებით ბავშვობაში ვერმონტის ფერმაშიმოიხიბლა და მის შემდეგ ექსპერიმენტობდა, რომ დაეფიქსირებინა ცალკეული ფანტელი მათი კრისტალური სტრუქტურის შესწავლის მიზნით. ბოლოს მან თავისი ფოტოაპარატი მიკროსკოპზე მიამაგრა და 1885 წელს წარმატებით გადაიღო პირველი ფიფქები. მისმა 5000 მაკროფოტომ დაამტკიცა მოსაზრება, რომ ყოველი ფანტელი ერთმანეთისგან განსხვავებულია. ბენტლი 1931 წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა პნევმონიით, მას შემდეგ რაც თოვლსა და ნამქერში 6 მილი ფეხით იარა ფიფქების გადასაღებად. SS-ის მეთორმეტე სატანკო დივიზია "ჰიტლერიუგენდი" - ამ დივიზიაში ირიცხებოდნენ 1926 წელს ან უფრო გვიან დაბადებული მოზარდები. ყველას გასაკვირვად 15-17 წლის ბავშვებმა გამოიჩინეს "ფანატიური" სიმამაცე ბრძოლის ველზე. საბრძოლო ნათლობა დივიზიამ მიიღო 9 ივლისს, ქალაქ კანთან, მათ დავალებული ჰქონდათ მოკავშირეთა მარჯვენა ფლანგზე შეტევა, "ბავშვების დივიზამ" 28 ტანკის განადგურება მოახერხა პირველივე ბრძოლაში. მოკავშირეები გაოგნებულნი იყვნენ მათი სიმამაცით. ყველასდაგასაკვირვად დივიზამ 4 კვირის განმავლობაში შეძლო მოკავშირეთა ძალების შეტევების მოგერიება, მიუხედავად იმისა რომ რიცხობრივად მოკავშირეები რამოდენიმეჯერ მეტნი იყვნენ და მათ 100%-იანი უპირატესობა ჰქონდათ ჰაერში. მოკავშირეთა ჯარისკაცები ყვებოდნენ, რომ ბავშვები ტყვედ თითქმის არ ბარდებოდნენ, რამოდენიმემ აღწერა მდგომარეობა როდესაც დივიზიის წევრები ალყაში ექცეოდნენ, ეს ბავშვები ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებდნენ ტყვედ რომ არ ჩავარდნილიყვნენ. მოკავშირეთა ჯარისკაცებმა მალევე შეიზიზღეს მეთორმეტე დივიზია. მეთორმეტე დივიზიამ უდიდესი დანაკარგები განიცადა, მაგრამ ის მაინც განაგრძობდა არსებობას მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე, 1945 წლის 8 მაისისთვის დივიზიის 21 ათასი წევრიდან ცოცხალი მხოლოდ 455 და ერთი ოფიცერი დარჩა. გერმანიის ჯარების ერთერთი უნტერშტურმფიურერი კურტ მაიერი ყვებოდა: - მე სათითაოდ ვიცნობ ამ ბავშვებს, მათ ჯერ არ იციან როგორ უნდა იცხოვრონ, მაგრამ გეფიცებით ღმერთს მათ იციან ბრძოლაში როგორ უნდა მოკვდნენ! ფოტოზე აღბეჭდილია მეთორმეტე სატანკო დივიზიის სამი ჯარისკაცი, რომლებიც ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის დაჯილდოვებულნი იყვნენ "რკინის ჯვრის რაინდული ჯვრით". "გადაწყვეტილება" ერთ-ერთი ყველაზე მეტყველი და ემოციური პორტრეტი ფოტოგრაფიის ისტორიაში - მასზე ასახულია მომენტი, როცა 5 წლის სმენადაქვეითებულმა, ჰაროლდ უიტლესმა, ცხოვრებაში პირველად გაიგონა ბგერები, როცა მკურნალმა ექიმმა მას დამხმარე სასმენი აპარატი ჩაუმაგრა მარცხენა ყურში. ფოტო გადაიღო ჯეკ ბრედლიმ და ის პირველად გამოქვეყნდა Readers Digest -ში, 1974 წელს. რელიგიურ ნიადაგზე, სირიაში არაერთი შეტაკება მომხდარა ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის. განსაკუთრებით XX საუკუნეში. ფოტოზე აღბეჭდილია სირიელი ქრისტიანი მებრძოლი. "ღმერთის ხელი" მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩი არგენტინა 2-1 ინგლისი 22.07.1986 ფიფა 1986 მექსიკა. დიეგო მარადონა (არგ.) და პეტერ შილტონი (ინგ.) მატჩის 51 წუთი გმადლობთ ყურადღებისთვის 2242 8-ს მოსწონს
|