იმპოტენცია ეს არის უუნარობა ერექციის მიღწევისა და შენარჩუნებისა სათანდო ხანგრძლივობით, რაც აუცილებელია ორივე სქესობრივი პარტნიორის დასაკმაყოფილებლად.
იმპოტენცია ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, თუმცაღა იგი რიგ შემთხვევებში არ ნიშნავს სქესობრივი სიამოვნების სრულ დაკარგვას, მაგრამ ყველა შემთხვევაში კლებულობს პაციენტის ცხოვრების ხარისხი. არსებობს მოსაზრებები, რომ იმპოტენცია - ეს არის გარდაუვალი დაბერება მამაკაცის ორგანიზმის და მასთან ბრძოლას აზრი არ აქვს. ხშირ შემთხვევაში ერექციული დისფუნქცია არის ისეთი სისტემური დაავადებების შედეგი როგორებიცაა: შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონიული დაავადება, დეპრესია და ა.შ.
ჩვენს დროში პაციენტთა უმრავლესობას იმპოტენცია შეიძლება დაუდგინდეთ სხვადასხვა ობიექტური გამოკვლევის მეთოდების დახმარებით და იკურნება თანამედროვე პრეპარატების ფართო არჩევნით და ქირურგიული მეთოდიკის წყალობით. იმპოტენციის ყველაზე ეფექტურ მკურნალობის მეთოდად
ითვლება სასქესო ასოს იმპლანტაციური ქირურგია. სასქესო ასოს პროთეზირება 100%-მდე ეფექტურია.
მედიცინის განვითარებასთან ერთად მწვავედ აქტუალური გახდა იმპოტენციის მკურნალობაც. დღეისათვის ექიმების წინაშე დგას საკითხი არა მხოლოდ გადაარჩინონ და გამოაჯანმრთელონ პაციენტი, არამედ მას გაუუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი. პრობლემა ერექციის მიღწევისა და შენარჩუნების დაკარგვისა, ალბათ როგორც ერთი ისე მეორე შეესაბამება ცნებას მამაკაცის ცხოვრების ხარისხის დაქვეითებისა!