x
image
ვახოურია
მოკლე ცნობები წმ. ვალენტინზე და ვალენტინობასთან დაკავშირებით

წმინდა ვალენტინი 269 წელს რომის იმპერატორმა კლაუდიუს სიკვდილით დაასჯევინა 14 თებერვალს ქრისტიანული წესების აღსრულების გამო.წმ. ვალენტინი ლეგენდის თანახმად, მრისხანე მეფის
კლაუდიუსის მეფობის დროს მეფე მტკიცედ იდგა თავის მოსაზრებაზე, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ყავდა უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს ვიდე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი ამიტომაც ქორწინება აკრძალა! ხოლო წმინდა ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს ჩუმად აღასრულებდა მეფისგან დამალულად წმინდა ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, (შემდეგ წმინდანად აღიარეს) მისი სახელი ქალაქში გავრცელდა, მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა. სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი დაუწერა, რომელსაც შემდგომში ვალენტინად მოიხსენიებენ. 269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს. ამის შემდეგ წმინდა ვალენტინი ითვლება შეყვარებულთა მფარველად და ეს დღესასწაული ყოველ წელს 14 თებერვალს აღინიშნება.

0
153
4-ს მოსწონს
ავტორი:ვახოურია
ვახოურია
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0