x
image
ტორნადო07
მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთები ( ტოპ-10 )
imageამ სტატიას ვუძღვნი ყველაზე მაღალს, რაც კი დედამიწაზე არსებობს-მთებს. ვგეგმავ რამოდენიმე სტატიის დაწერას. პირველ სტატიაში გაგაცნობთ მსოფლიოში ყველაზე მაღალ 10 მწვერვალს. მე პირადად მთებს ყოველთვის აღტაცებაში მოვყავდი. იმედი მაქვს თქვენც მოგეწონებათ.


ადგილი 10. ანაპურნაimage

მთა ანაპურნა მეათეს მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალებს შორის. მისი სიმაღლე 8091 მეტრია. მწვერვალი ნეპალის ჰიმალაებში მდებარეობს. ის პირველად ადამიანმა მხოლოდ 1950 წელს დაიპყრო.


ადგილი 9. ნანგაპარბატიimage


სიმაღლე 8126 მეტრი. მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ჰიმალაებში. მდინარეებს ინდ-კაშმირსა და აქტორს შორის. ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მწვერვალია. 2011 წლის მონაცემებით აქ 64 ადამიანი დაიღუპა.


ადგილი 8. მანასლუimage

მსოფლიოს მერვე გიგანტია სიმარლით 8156 მეტრი. მდებარეობს ნეპალში. შედგება 2 მწვერვალისაგან სამხრეთ მანასლუ (8156 მეტრი) და ჩრდილოეთ მანასლუ (7157 მეტრი).


ადგილი 7. დჰაულაგირიimage

სიმაღლე 8167 მეტრი. გასაოცარია, მაგრამ ეს მწვერვალიც ჰიმალაებშია განლაგებული. დჰაულაგირის მასივი 11 მწვერვალისგან შედგება, რომელთაგან 1 აღემატება 8000 მეტრს, დანარჩენები კი 7000 მეტრზე მაღლები არიან. სანსკრიტიდან ნათარგმნი ეს სახელი "თეთრ მთას" ნიშნავს.


ადგილი 6. ჩო-ოიუimage

სიმაღლე 8201 მეტრი. მასივი ჩინეთისა და ნეპალის საზღვარზე მდებარეობს (ისევ ჰიმალაებში). ნეპალის მხრიდან ძალიან ციცაბოა, ამიტომ ალპინისტები ტიბეტიდან ადიან.


ადგილი 5. მაკალუimage

მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთების ხუთეულს ხსნის 8481 მეტრი სიმაღლის მწვერვალი მაკალუ. გამოიცანით სად მდებარეობს... დიახ! ჰიმალაებში. ორივე მწვერვალი, რომლისგანაც შედგება მთა აღემატება 8000 მეტრს.


ადგილი 4. ლჰოცზეimage

სიმაღლე 8516 მეტრი. კიდევ ერთი მასივი ჰიმალაებში. საინტერესოა, რომ 2003 წელს მასზე 243 ალპინისტი ავიდა, რომელთაგან 11 დაიღუპა.


ადგილი 3. კაჩენჯანგაimage

ფინალისტების სამეულს 8586 მეტრი სიმაღლის მწვერვალი ხსნის. მდებარეობს ნეპალისა და ინდოეთის საზღვარზე. შედგება 5 მწვერვალისაგან. თარგმანში ნიშნავს "დიდი თოვლის 5 საუნჯეს". ნეპალში არსებობს ლეგენდა, რომ ეს ქალი მთაა, ამიტომ ის კლავს ყველა ქალს ვინც მასზე ასვლას ცდილობს. ერთადერთი ქალი ვინც დაიპყრო ეს მთა იყო ინგლისელი ჯენეტ ჰარისონი (1998 წელი).


ადგილი 2. ჩოგორი (K2)image

სიმაღლე 8611 მეტრი. ვიპოვეთ მთა, რომელიც ჰიმალაებში არ მდებარეობს. ის აღმართულია ქაშმირში, ჩინეთის საზღვართან. K2 მას დაარქვეს რადგან ყარაყორუმის მასივის 5 მწვერვალიდან სიმაღლეში მეორე იყო. სიკვდილიანობის კოეფიციენტი აქ 25%-ს შეადგენს.


ადგილი 1. ევერესტიimage

იგივე ჯომოლუნგმა. ზღვის დონიდან 8848 მეტრი. ამ სიმაღლიდან იშლება ულამაზესი ხედი ახლოს მდებარე სხვა ბუმბერაზ მწვერვალებზე. განლაგებულია რა თქმა უნდა ჰიმალაებში. მწვერვალზე ქრის ძალიან ძლიერი ქარი (200 კმ/სთ), ღამე კი ტემპერატურა -60 გრადუს ცელსიუსს აღწევს.

ტიბეტურიდან ჯომოლუნგმა ითარგმნება, როგორც "სიცოცხლის ღვთაებრივი დედა".

ევერესტს ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს, ამიტომ აქ ბლომად ნაგავი დაგროვდა, სწორედ ამის გამო უწოდეს მთას "მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაგავსაყრელი".


"მაღალი მთებიც კი ვერ შეაკავებს ღრუბლებს"-ჩინური ანდაზა.

0
15753
4-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
15753
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0