მოგზაურობა მოგზაურობა იელოუსტონის ნაციონალურ პარკში ( 15 ფოტო+ტექსტი) 2013, 25 იანვარი, 23:24 იელოუსტონის ნაციონალუი პარკი დაარსდა აშშ-ს კონგრესის მიერ და დამტკიცა პრეზიდენტმა გრანტმა 1872 წლის 1 მარტს. ნაციონალური პარკის ძირითადი ნაწილი ვაიომინგის შტატშია, თუმცა ის ასევე მოიცავ აიდაჰოსა და მონტანას ტერიტორიებსაც. იელოუსტონის ნაციონალური პარკი პირველი ნაციონალური პარკი იყო მსოფლიოში, ის ცნობილია თავისი გარეული ბინებით და გეოთერმალური თავისებურებებით. პარკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი გეიზერი ოლდ ფეისპულია. სუპერვულკანი იელოუსტონი ასევე ითვლება მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ვულკანად. ძირძველი ამერიკელები ამ ტერიტორიებზე სულ ცოტა 11000 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. პირველად ეს ტერიტორია მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ლუისისა და კლარკის ექსპედიციამ შეისწავლა. 1917 წელს პარკი გადაეცა ნაციონალური პარკების მართვის სამსახურს. შეიქმნა ინფრასტრუქტურა და ჩატარდა 1000-ზე მეტი არქეოლოგიური გამოკვლევა. იელოუსტონის პარკი მოიცავს 8983 კვ. კმ. ფართობს. ტბა იელოუსტონი ჩრდილო ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაღალმთიანი ტბაა, ის იელოუსტონის ვულკანური კალდერას მწვერვალზე მდებარეობს. კალდერა მოქმედ ვულკანად ითვლება. მსოფლიოში გეოთერმალური აქტივობის ნახევარი იელოუსტონზე მოდის. იელოუსტონის პარკი ეს არის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაუზიანებელი ეკოსისტემა.ფრინველების, ცხოველებისა და რეპტილიების ასობით სახეობა ცხოვრობს იელოუსტონში. ეს არის აშშ-ს მეგაფაონის ყველაზე დიდი წარმოამადგენელი. აქ შეხვდებით დათვ გრიზლის, მგელს, ბიზონს, ლოსს და მრავალ სხვა დიდი ცხოველს. პარკში მრავალი გასართობია ტურისტებისათვის. იდეალური გზები მთავარ ღირსშესანიშნაობებთან მიგიყვანთ. ზამთრის განმავლობაშიპოპულარულია ზამთრის სპორტის სახეობები.პარკი განლაგებულია იელოუსტონის პლატოზე და საშუალო სიმაღლე ზღვის ფონიდან 2400 მეტრია. პლატი თითქმის ყველა მხრიდან კლდოვანი მთებითაა გარშემორტყმული. ყველაზე მაღალი წერტილი არწივის პიკია 3462 მეტრი, ყველაზე დაბალი რიზ კრიკი 1610 მეტრი. იელოუსტონის ნაციონალური პარკი ყველაზე პოპულარულია აშშ-ში. ყოველწლიურად მას 2 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. პარკს 800 მუდმივი თანამშრომელი ჰყავს, ასევე ზაფხულობით აქ 3700 ადამიანი მუშაობს დროებითი კონტრაქტით. ნადირობა აკრძალულია. თევზაობა კი აქ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასართობია. ლიცენზიას პარკის ხელმძღვანელობა იძლევა. თუმცა დაჭერილი თევზის გაშვება აუცილებელია. იელოუსტონის ტბაში არის იახტ კლუბი. იელოუსტონის კალდერა, ეს არის ვულკანი, რომელიც ნაციონალურ პარკში მდებარეობს, მას ხშირად სუპერვულკანსაც უწოდებენ. მას 55X72 კილომეტრის ტერიტორია უჭირავს. ვულკანის ბოლო ამოფრქვევა 640000 წლის წინ მოხდა. იელოუსტონის პლატო მაგმის წნეხის გამო თანდათანობით ზემოთ იწევს. მეცნიერთა განცხადებით ვულკანის მომავალი ამოფრქვევის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. 341 6-ს მოსწონს
|