მოგზაურობა კორვინების ციხესიმაგრე რუმინეთში 2012, 7 ნოემბერი, 21:17 როგორც ყველამ ვიცით გრაფი დრაკულა რუმინეთიდან, კერძოდ ტრანსილვანიიდან იყო. ისიც ალბათ ბევრმა იცით, რომ ეს რეალური პიროვნება იყო და არა უბრალოდ ლეგენდა. ასევე გსმენიათ კორვინების შესახებ, რომლებიც ლეგენდის თანახმად დრაკულას მტრები იყვნენ. მაშ ასე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო კორვინების საგვარეულო ციხესიმაგრისაკენ.
კორვინების ციხესიმაგრე რუმინეთში მდინარე ზლატშთან ახლოს მდებარეობს ჩერნის დაბლობში. ეს არაჩვეულებრივი, ზღაპრული ციხესიმაგრეა, რომლის მშენებლობა XIV ს-ში მეფე რობერტ დე ანჟუმ დაიწყო.
დროთა განმავლობაში ციხესიმაგრის რეკონსტრუქცია ტრანსილვანიის თავადმა იანკუ დე ხუნედოარამ და უნგრეთის მეფე მათეუს კორვინმა მოახდინეს. გუთიკური ციხესიმაგრე იქცა გასაოცარ რეზიდენციად ბაროკოსა და რენესანსის სტილში. ციხესიმაგრე მორთულია კოშკებითა და ულამაზესი აივნებით.
1854 წელს კორვინების ციხესიმაგრეში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც ძალიან დააზიანა ნაგებობა. ამის შემდეგ მთელი 100 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი აღდგენითი სამუშაოები. დღეს აქ ბანატას მუზეუმია განლაგებული.
რეკონსტრუქციის შემდეგ ციხესიმაგრე მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუმცა მან მაინც შეინარჩუნა შუა საუკუნეების სტილი. ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი ადგილები, როგორებიცაა: იარაღის შემქმნელთა კოშკი, დიეტის დარბაზი, თეთრი ბასტიონი და რაინდთა დარბაზი. არსებობს ლეგენდა ეზოში არსებულ ჭასთან დაკავშირებით. ერთხელ მეციხოვნეებს 3 თურქი დაუტყვევებიათ, მათ შეჰჰირდნენ თავისუფლებას თუ ისინი ჭას ამოთხრიდნენ და წყალს იპოვიდნენ. ტყვეები 15 წლის განმავლობაში მუშაობდნენ და წყალი მაინც იპოვეს. თუმცა მეციხოვნეებმა დანაპირები არ შეასრულეს. ამბობენ ამის შემდეგ ჭაზე გაჩნდა წარწერა "ჭა გაქვთ, მაგრამ გული არა". 160 8-ს მოსწონს
|