სხვა მსოფლიოში ყველაზე "მავნე" ბავშვი 2013, 11 თებერვალი, 20:05 თუ სუსტი ნერვების ადამიანი წარმოიდგენს იმას თუ რა გააკეთა ამ პატარა გოგონამ შეიძლება შეიშალოს. გაიცანით მსოფლიოში ყველაზე "მავნე" ბავშვი ლიზი კლარკი (Lizzy Clarck). მაშ რა გააკეთა ასეთი ცუდი ამ გოგონამ 1995 წელს?
-დანით ამოჭრა წარწერა "ჩემს დედიკოს" ახლად ნაყიდ ავტომობილზე. -გააკეთა სანთელი ხუთი 100 დოლარიანი კუპიურიდან (იპოვა დედის ჩანთაში). -აწარმოა 167 ქალაქთაშორისი დაუბარი თეთრ სახლთან, ითხოვდა რა ყურმილთან ბილ კლინტონის ქალიშვილს. -აიღო შლანგი და მშობლების საძინებელში რამდენიმე ასეული ლიტრი წყალი შეასხა. -მძინარე მამა 1 ვედრო ლაფი გადაასხა. -ააფეთქა უნიტაზი, ჩაყარა რა მასში პეტარდების შეკვრა. -დასასვენებლად წასვლის წინ გათიშა პროდუქტებით სავსე მაცივარი. -გაანადგურა დედის საყვარელი ორქიდეები. -ძაღლს მაკრატლით კუდი მოაჭრა. -დააბრმავა ორი კატა. -მასთან სტუმრად მოსულ ჟურნალისტს ჯიბეში სათამაშო ჩაუდო და ყვიროდა, რომ ის ქურდია. საინტერესო ისაა, რომ მშობლები მას არ სჯიდნენ რადგან თვლიდნენ, რომ პატარა იყო (8 წლის). აფორიზმი თემაზე: "საუკეთესო ხერხი ბავშვის ქცევის გაუმჯობესებისაკენ ეს მისი გაბედნიერებაა" ოსკარ უაილდი. 4434 21-ს მოსწონს |
დააბრმავა ორი კატა.
ამის მერე დავსჯიდი კიარა სიტყვა დედის მნიშვნელობას დავავიწყებდი. 8წლის არც ისე პატარაა საიმისოდ რომ არ დაისაჯოს.
ერთ ამბავსაც დავწერ, რამაც ვფიქრობ რომ შემცვალა. ზაფხულში ბებია მთელი დღე ვატირე, საღამოს დედაჩემმა დარეკა. პარალელური ტელეფონიდან ჩუმად მოვისმინე მათი საუბარი. ისე მაქო და მადიდა ბებიამ, ესე მეხმარება, ისე მიდგას მხარშიო. პირველად შემრცხვა ჩემი საქციელის და მთელი ღამე ვიტირე. იმ შექებას მერჩივნა დავესაჯე. იმის მერე ხშირად მაქებდნენ და მეუბნებოდნენ შენ ხომ ჩვენი ჭკვიანი გოგო ხარო, შენ ჩვენს იმედებს არ გაგვიცრუებო და მეტს მეფერებოდნენ. მერე უკვე მავნეობის სურვილიც არ მქონდა. ვფიქრობ ეს ბავშვიც რაღაც ყურადღებას და შექებას ითხოვს მშობლებისგან.