x
image
ტორნადო07
მსოფლიოში ყველაზე-ყველაზე უცნაური ბავშვები

imageმინდა წარმოგიდგინოთ სტატია, სადაც გაგაცნობთ მსოფლიოს
ყველაზე უცნაურ ბავშვებს. აქ თქვენ ნახავთ მსოფლიოში ყველაზე მაღალ, მსოფლიოში ყველაძე ძლიერ, ყველაზე მსუქან, ყველაზე
ჭკვიან, ყველაზე პატარა და ყველაზე მოხუც ბავშვებს. მაშ ასე დავიწყოთ.
1)მსოფლიოში ყველაზე მაღალი ბავშვები

კარან სინგჰი (Karan Singh) მსოფლიოში ყველაზე მაღალი ბავშვია თავისი 2 წლის ასაკისათვის. მისი სიმაღლე 130 სანტიმეტრია, ხოლო წონა 42 კგ. კარანის დედაც ასევე ყველაზე მაღალი ქალია აზიაში, სიმაღლით 2, 2 მეტრი. ბედიერი ოჯახი ინდოეთში ცხოვრობს. image

ბრაზილიაში ასევე არის გიგინატი ბავშვი, მაგრამ ამჯერად
ეს გოგონაა და წინამორბედზე 12 წლითაა უფროსი. ელისანი სილვა (Elisani Silva) 2, 06 მეტრის სიმაღლისაა და ის მიჩნეულია მსოფლიოში ყველაზე მაღალ მოზარდად.
2) ჯულიანო სტროე, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბავშვი


რუმინელი ჯულიანო სტროე (Giuliano Stroe) 8 წლის ასაკში
მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბავშვის ტიტულის მფლობელია. 2009 წელს მან დაამყარა მსოფლიო რეკორდი აიზიდა რა იატაკიდან მხოლოდ ხელებით, იმ დროს როცა ფეხები ჰაერში ჰქონდა. ამის
შემდეგ ის გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.
3) ლუ ჰაო (Lu Hao) მსოფლიოში ყველაზე მსუქანი ბავშვი

ეს ბავშვი ჩინეთიდანაა. დაბადებისას მისი წონა 2, 6 კგ იყო. მაგრამ
უკვე ერთ თვეში მან სწრაფად დაიწყო გასუქება. როდესაც ლუ 3 წლის გახდა მისმა წონამ 60 კილოგრამს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ლუ ტირილს და ყვირილს არ წყვეტს სანამ საჭმელს არ აჭმევენ. ექიმები ვერაფრით ხსნიან მის ამადგვარ მადასა და ზედმეტ წონას.
4)რუმაისა რაჰმანი-მსოფლიოში ყველაზე პატარა ბავშვი
ყველაზე პატარა ბავშვი დაიბადა 2004 წლის 19 სექტემბერს,
ორსულობის 26 კვირას. 24 სანტიმეტრის გოგონა მხოლოდ 243 გრამს იწონიდა. გოგონა მარტო არ დაიბადა მას ჰყავს ტყუპისცალი სები, რომლის წონა 570 გრამი იყო.image

დიდ ბრიტანეთში ასევე დაიბადა 300 გრამის წონის ბავშვი,
მაგრამ ის მხოლოდ 18 სანტიმეტრი იყო (აიფონზე ცოტათი მეტი).

5) ჯეილი ლინგდო-მსოფლიოში ყველაზე მოხუცი ბავშვი
ჯეილი ლინგდო ინდოეთში უკვე 26 წელია ცხოვრობს, მაგრამ
მას 2 წლის ბავშვის განვითარების დონე აქვს. წონა 11 კგ. სიმაღლე 84 სანტიმეტრი. ერთადერთი მახასიათებელი, რომლითაც მისი ასაკი შეიძლება დაადგინოთ ეს კბილებია. image

6)მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანი ბავშვები
დავიწყოთ ყველაზე პატარებიდან. ოსკარ რიგლი თავის ორი
წლის ასაკში აღიარეს მსოფლიოს ყველაზე ჭკვიან ბავშვად (დღეს ის 5 წლისაა). მისი IQ 160-ის ტოლია. ის უკვე მიიღეს პლანეტის ყველაზე ჭკვიან ადამიანთა სიაში.

მეორე ბავშვს ეგვიპტედან ჰქვია მაჰმუდ ვაილი. 9 წლის
ასაკისათვის ის აღიარეს მსოფლიოს ყველაზე ჭკვიან ბავშვად თანატოლთა შორის. ის გინესის რეკორდების წიგნშია შეყვანილი. ის მარტივად ამრავლებს ათასიან რიცხვებს და უყვარს პროგრამირება.
შესაძლოა ახალი სტივ ჯობსის სახით მოგვევლინოს მომავალში.image

გასულ წელს მსოფლიოში ყველაზე ჭკვიან ბავშვად აღიარეს
11 წლის ვიქტორია კაუი დიდი ბრიტანეთიდან. მისი IQ 162-ის ტოლია, ეს მაჩვენებელი 2 პუნქტით აღემატება აინშტაინის მაჩვენებელს, 6 პუნქტით ფრეიდის მაჩვენებელსა
და 18 პუნქტით ნაპოლეონ ბონაპარტის მაჩვენებელს.image


0
1196
6-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
1196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0