x
image
თამარი555
საოცარი ისტორია

ერთხელ უსახლკარო ქუჩის მუსიკოსმა ჯეიმს ბოუენმა დაინახა მეტროში წითურთმიანი კატა, დაშავებული ფეხით. ის ვერ დარჩა გულგრილი და წაიყვანა იგი ვეტერინართან. წითურთმიანი მოარჩინეს თუ არა ჯეიმსი მოემზადა მის დასამშვიდობებლად, მაგრამ კატამ აღარ დატოვა თავისი მშველელი და ჯეიმსს სხვა აღარაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა რომ მიეღო თავისი ქუჩის მეგობარი. მას შემდეგ ჯეიმს ბოუენი და კატა-სახელით ბობი განუყრელი მეგობრები გახდნენ. ამის შემდეგ ჯეიმსის ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა: როდესაც იგი ქუჩაში უკრავს და მღერის



image

ბობი, რომელიც სულ მის გვერდშია გამვლელების დიდ ყურადღებას იქცევს. წითურთმიანი ბობის მომხიბვლელობის წყალობით მუსიკოსის შემოსავალი საგრძნობლად გაიზარდა. ჯეიმსმა უკვე წიგნიც დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ გაიცნო იგი, როგორ გაუხალისეს ერთმანეთს ცხოვრება და როგორ გადაიქცნენ ისინი ნამდვილ მეგობრებად.image

2
95
4-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
95
  
2013, 11 თებერვალი, 10:27
გმადლობთ..
2013, 11 თებერვალი, 2:09
მომწონს.:))))
0 1 2