ჭიდაობა როგორ ცხოვრობს გამარჯვების შემდეგ ლაშა შავდათუაშვილი 2013, 8 თებერვალი, 1:03 ლაშა საოცრად თავმდაბალი ადამიანია, გამარჯვების მიუხედავად არ გათამამებულა, თუმცა ძალიან ბედნიერია, რადგან ყველგან ხალხის სიყვარულს გრძნობს. ახლა ხვდება, რომ მას მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. ლაშამ სულ ახლახანს, უფრო სწორად ოთხი თვის წინ, თიაქარის ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციიდან სამი თვე მისთვის ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლებოდა, ხოლო ამ ბოლო, მეოთხე თვეს ცდილობს ისევ ივარჯიშოს და ჩვეულ ფორმაში ჩადგეს. წინ ახალი, 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ელოდება. ზაფხულამდე კი ბევრი დრო აღარ დარჩა. ოპერაცია უფრო ადრეც უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ოლიპიადამ შეუშალა ხელი. მაშინვე უყოყმანოდ თქვა უარი, და რისკიც დაუფასდა ლაშა ისევ გორში ცხოვრობს, მის გულში კი ადგილი ისევ თავისუფალია. არც დაოჯახებულია და არც შეყვარებული ჰყავს. ამბობს, რომ ჩემპიონობამ ბევრი რამ მოუტანა, მეგობრების რაოდენობამაც მოიმატა, მაგრამ დაოჯახებას არ ჩქარობს. ან კი როგორ იჩქარებს, როცა შეყვარებული ჯერ არსად ჩანს. იმას კი არ უარყოფს, რომ დიდი ხნის წინ ჰყოლია. სერენადების სიმღერასაც არ აპირებს, რადგან სიმღერა არ ეხერხება. 31 იანვარს ლაშა 21 წლის გახდა. წელს, 9 იანვარს კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ თბილისის "ივენთ ჰოლში" 2012 წლის შედეგები შეაფასა. ღონისძიების კულიმინაცია წლის სპორტსმენის გამოვლენა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნომინაციაზე მხოლოდ ლაშა იყო წარდგენილი. ის უდავო ფავორიტი იყო. ლაშა 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენია. ის აქაც, როგორც ყოველთვის სიტყვაძუნწი იყო. საზეიმო ღონისძიებაზე კი ტორტის გაჭრა ხვდა წილად. 219 5-ს მოსწონს
|