სხვა მელნის და სიკვდილის ტბა 2013, 8 თებერვალი, 0:48 ყველაზე სახიფათო ტბად ითვლება კუნძულ სიცილიაზე არსებული “სიკვდილის ტბა". გარეგნულად ეს ტბა ძალიან ლამაზია, მაგრამ მასში სიცოცხლის ნიშანწყალი არ იგრძნობა. სასტიკად აკრძალულია მასში არა მარტო ბანაობა, არამედ ოდნავ მიკარებაც კი, რადგან იგი შეიცავს მჟავას და მისი ცოტაოდენი წვეთიც კი დამწვრობას და ტკივილს იწვევს. მეორე ეგრეთ წოდებული “მელნის ტბა"მდებარეობს ალჟირში, რომლიდანაც დაწერა შეიძლება ფურცელზე.მასში ორი მდინარე ჩაედინება, ერთის შემცველობაში რკინაა, ხოლო მეორეში ქიმიური მინარევები, რომელთა რეაქცია მელნის წარმოქმნას იწვევს. 544 7-ს მოსწონს
|