x
image
დოზა26
იმანუელ კანტის ბიოგრაფია
imageიმანუელ კანტი დაიბადა 22.6.1724 კენიგსბერგში, ახლანდელ კალინინგრადში.გარდაიცვალა იმავე ქალაქში 12.2. 1804.
1745 წელს დაამთავრა კენიგსბერგის უნივერსიტეტი. პირველი ნაშრომი „ცოცხალ ძალთა ჭეშმარიტი შეფასების“ შესახებ გამოსცა 1747 წელს.ხელმოკლეობის გამო 9 წელი კერძო მასწავლებელი იყო.ამ ხანებში გამოაქვეყნა ათამდე ნაშრომი. „ცის თეორია“ (1755)რასაც ენგელსმა „გენიალური აღმოჩენა“ უწოდა. 1755 იყო კენიგსბერგის უნივერსიტეტის პრივატ–დოცენტი, 1770–დან პროფესორი. ამავე წლიდან ხელმძღვანელობდა კათედრას.ორჯერ(1786 და 1788)აირჩიეს რექტორად.ლექციებს კითხულობდა მეტაფიზიკაში, ლოგიკაში, ეთიკაში, ფიზიკაში, ფიზიკურ გეოგრაფიაში. 1781 წელს გამოვიდა მისი პირველი ნაშრომი „წმინდა გონების კრიტიკა“, 1783– „პროლეგომენები“, 1788– „პრაქტიკული გონების კრიტიკა“, 1790– „მსჯელობის გონების კრიტიკა“. 1794 წელს მთავრობამ აკრძალა მისი ნაშრომი „რელიგია მხოლოდ გონების ფარგლებში“. 1797 წელს თავს ანებებს ლექციების კითხვას.1793 წელს განიზრახა თავისი თხზულებათა სრული კრებულის გამოცემა, მაგრამ ვერ განახორციელა.1838 წელს დაიწყო კანტის ნაშრომთა გამოცემა(როზენკრაბტის და შუბერტის, აგრეთვე ჰარტენშტაინის რედაქციით).1910 წელს გამოვიდა კანტის აკადემიური გამოცემის პირველი ტომი.1898 წლიდან გამოდის სპეციალური ჟურნალი „Kantstudien“. როდესაც კანტი სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა, ევროპული რაციონალიზმი და ემპირიზმი ჩიხში იყო მოქცეული.კანტი წერდა, რომ იგი იუმმა გამოაღვიძა „დოგმატური ძილისაგან“, ე. ი. დააეჭვა ლაიბნიც–ვოლფის ფილოსოფიის სამართლიანობაში.მან ერთმანეთისაგან განასხვავა ლოგიკური და რეალური საფუძველი, შემოიტანა ფილოსოფიაში უარყოფითი სიდიდეების ცნება, დაანახა კავშირი მეტაფიზიკასა და მისტიკურ მეოცნებობას შორის. იუმის სკეპტიციზმი კანტისთვის მიუღებელი იყო, ამიტომ იგი ცდილობდა მეტაფიზიკისათვის ეშველა, ერთი მხრით მათემატიკასა და ნიუტონის ფიზიკასთან დაკავშირებით, მეორე მხრით, ღვთის არსებობის ახალი, უეჭველი დასაბუთების გამონავით.ამდენად კანტი მაინც ლაიბნიც–ვოლფის სკოლის წარმომადგენელია, მიუხედავად იმისა, რომ იგი ამ სკოლას აკრიტიკებდა.როცა კანტი შემეცნების ახალ პრინციპებს დაადგენს და ღვთის არსებობის თეორიის დასაბუთების შესაძლებლობას უარყოფს იწყება მისი ფილოსოფიური განვითარების მეორე პრაქტიკული პერიოდი.პირველ პერიოდს ეწოდება დოგმატური, რადგან კანტი მაშინ აღიარებდა შემეცნების შესაძლებლობას წინასწარი შემოწმების–კრიტიკის გარეშე.

კანტის მტკიცებით მათემატიკისა და ფიზიკის მეცნიერებათა არსებობა იმას ნიშნავს, რომ არსებოს ჭეშმარიტება.ფილოსოფიას უფლება არ აქვს აურყოს ეს ფაქტი.მას შეუზლია დაადგინოს მხოლოდ მისი შესაძლებობის პირობები.კანტის აზრით ეს საკითხი ძველმა ფილოსოფიამ ვერ გადაწვიტა, რადგან მისთვის ამოსავალი იყო ის, რომ ჭეშმარიტი აზრი საგანს უნდა ეთანხმებოდეს.კანტი მოითხოვს საპირისპირო პრინციპის დაშვებას, რის მიხედვით საგნები ექვემდებარება ჩვენს შემეცნებას. ამ რადიკალურ შემობრუნებას ფილოსოფიაში იგი უწოდებს „კოპერნიკისებურ რევოლუციას“. მისი შეხედულებით ახალმა ფილოსოფიამ ეს პრინციპი უნდა დაუდოს საფუძვლად შემეცნების ბუნების ახსნას, მისი საზღვრების დადგენას, აგრეთვე იმის გარკვევას, თუ რისი ცოდნა ამ საზღვრების მიღმა.ამრიგად, კანტის მიზანი საერთოდ მეტაფიზიკის უარყოფა კი არ არის, არამედ მისი ახლებური დასაბუთება.

მსჯელობათა სახით არსებული მეცნიერებათა შემეცნება არ შეიძლება დაყვანილ იქნეს ანალიზურ მსჯელობებზე. რომლებშიც მხოლოდ სუბიექტის ცნებაში ნაგულისხმევის ცხადყოფა ხდება.შემეცნებაში უნდა დადგინდეს ახალი, მსჯელობის სუბიექტს რაღაც მისგან განსხვავებული უნდა მიეწეროს და თან აუცილებლობით. ამგვარ მსჯელობას კანტი სინთეზურ მსჯელობას უწოდებს. კანტის სინტეზურ მსჯელობას მხოლოდ ცდისეულად, ე.ი. აპოსტერიორულად თვლიდნენ. „წმინდა გონების კრიტიკის“ ამოცანაა დაასაბუთოს სინთეზური მსჯელობის შესაძლებლობა აპრობირებულად, ე. ი. ცდისაგან დამოუკიდებლად.

ამ ამოცანის განსახორციელებლად კანტი ერთმანეთისგან თიშავს მეცნიერულ შემეცნებასა და მისგან დამოუკიდებელ სინამდვილეს, რასაც ნოუმენების ანუ თავისთავადი ნივთის სფეროს უწოდებს.თავისთავადი ნივთი მოქმედებს ჩვენზე, მისგან გამოწვეული შეგრძნებები მხოლოდ მასალაა, რაც მოწესრიგდება გრძნობადის აპრობირებულ ფორმებში(დრო და სივრცე ) და შეკავშირდება განსჯის აპრობირებული წესებით.(კატეგორიები).ასეა აგებული შემეცნების საგანი, ანუ მოვლენა, რაც თავისთავადი ნივთის შესახებ მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ იგი არსებობს.სხვანაირად შემეცნების საგანი შემეცნებაშივე აიგება.ამ საგანში ამოვიკითხავთ მხოლოდ იმას, რაც ჩვენმა შემეცნებამ არაცნობიერად შეიტანა მასში.ყველაფერი, რასთანაც შემეცნებას მიმართება აქვს(საკუთარი მეს ჩათვლით), იქცა მოვლენად, რაც ვერაფერს გვეტყვის იმავე საგნის, როგორც თავისთავადი ნივთის შესახებ.


თეორიული გონების ყოველგვარი ცდა გასცილდეს ცდის ანუ მოვლენების სფეროს, კანტის მიხედვით, წარმოშობს გარდაუვალ წინააღმდეგობებს, რაც საფუძვლად დაედო რაციონალურ ფსიქოლოგიას(პარალოგიზმები), რაციონალურ კოსმოლოგიას(ანტინომიები) და რაციონალურ თეოლოგიას(ჰიპოსტარიზებული იდეა).კანტის ამ კრიტიკის მიზანი იყო არა ღვთის თავისუფლების და სულის უაროფა, არამედ მათ შესახებ მეცნიერული ცოდნის შეუზლებლების დასაბუთება.მაშინდელმა გერმანულმა სოციალურ–პოლიტიკურმა ჩამორჩენილობამ თავისი დაღი დაასვა კანტის თეორიას. „ჩემი მიზანი იყო შემეზღუდა ცოდნა, რათა ადგილი მიმეცა რწმენისთვის“, –წერდა იგი.დუალიზმმა, რაც კანტის შემეცნების თეორიაში აგნოსტიციზმში გადაიზარდა, დანაპირობა მისი ეთიკის აბსტრაქტული ხასიათი და სხვა ნაკლოვანებანი.

კანტის ეთიკის თანახმად, ადამიანი თავისუფალია გადაწყვეტილებათა მიღებაში. მას შეუძლია არ დაემორჩილოს მოვლენათა სფეროს აუცილებლობას, იმოქმედოს კატეგორიული იმპერატივის მიხედვით.კატეგორიული იმპერატივი მოითხოვს: „მოიქეცი ისე, რომ შენს მოქმედებაში ადამიანი, ყოველთვის იყოს აგრეთვე მიზანი და არასდროს მხოლოდ საშუალება„

კანტმა ვერ შეძლო მოვლენებისა და თავისთავადი ნივთის, არსისა და ჯერარსის, თავისუფლებისა და აუცილებლობის სფეროს დაკავშირება.ამას თავადაც გრძნობდა.ამიტომ 1787 წელს, როცა მიიჩნია, რომ აღმოაჩინა მესამე სახის, სიამოვნება–უსიამოვნების აპრიორული პრინციპეპი. შრომაში „მსჯელობის უნარის კრიტიკა“ სცადა საძიებელი კავშირის დადგენა.მსჯელობის უნარის ძირითდი ობიექტი(მშვენნიერი)არის ის, რაც არსებობს არსის სფეროში, მაგრამ მაინც თავისთავადი ღირებულება აქვს. მშვენიერის აუცილებლობა არც თეორიულია და არც პრაქტიკული. იგი ნიმუშისაგან, მისაბაძისაგან გამომდინარე აუცილებლობაა. მშვენიერის გარდა თავაისთავად მოწონებას იმსახურებს ამაღლებულიც, მაგრამ თუ მშვენიერი ისე ზემოქმედებს ჩვენზე, თითქოს ბუნებაში მიზანშეწონილობას ჰქონდეს ადგილი, ამაღლებულის გამომწვევი ჩაგრავს ჩვენს გრძნობებს, რაც გვაქეზებს დავტოვოთ გრზნობადობის სფერო და გონების მაღალ მიზანშეწონილობას მივენდოთ.

ადამიანის ყველა უნარს შორის პრიმატი აქვს პრაქტიკულს, ამიტომ კვლევის საბოლოო მიზანია ადამიანი, როგორც მორალური ანუ თავისუფალი არსება. საზბის ისტორია კანტს ესმის როგორც ადამიანის თავისუფლების მზარდი გამოვლინება. ადამიანთა თავისუფალი გადაწყვეტილებების გადაჯაჭვა ბუნების ზოგადი კანონზომიერების გარკვეულ ფორმას იღებს.

3
521
5-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
521
  
2013, 7 თებერვალი, 21:40
ოხ ზურაბ :P
2013, 7 თებერვალი, 21:39
ოხ ხათუნა:)))
2013, 7 თებერვალი, 21:38
ყოჩაღ,რამდენი დაგიწერია :)))))))
0 1 3