სარკასტული 27 წელი ტალანტებისთვის.
რატომ იღუპებიან
ნიჭიერი ადამიანები 27 წლის ასაკში?დიდი ხანია უკვე ეს მოვლენა შემჩნეულია, დასავლეთში შექმნილია "მარად 27-ელთა კლუბი"(the Forever 27 Club).არსებობს მოსაზრება, რომ განსაკუთრებული ტალანტით დაჯილდოებული ადამიანებისთვის მისტიური 27 წლის გადალახვა ძნელია, ამ პერიოდში მათი სულიერი მღელვარება და დეპრესია პიკს აღწევს.შეგახსენებთ, რომ 27 წლის ასაკში დაიღუპა დიდი ქართველი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი, მირზა გელოვანი, 27 წლის ხდებოდა ლადო ასათიანი.რუსი პოეტი მიხეილ ლერმონტოვი, რუსი პოეტი და მომღერალი ალექსანდრე ბაშლაჩევი, გიტარის მეფე ჯიმი ჰენდრიქსი, ლეგენდარული მომღერალი ჯენის ჯოპლინი, პოეტი-მომღერალი ჯიმი მორისონი, ბრაიან ჯონსი, ჯგუფ "როლინგ სტოუნზის"დამარსებელი, კურტ კობეინი, "ნირვანას" ლიდერი, ემი უაინჰაუზი, თანამედროვეობის უდავო ტალანტი და სხვები.(სია არასრულია.)