● ის, რასაც ადამიანები სითბოს და სინაზეს უწოდებენ, მხოლოდ განშორების შიშია.
●ქალებთან ყოველთვის ერთი ბაზარია. ან უნდა დაიკიდო, ან უნდა გეშინოდეს რომ დაიკიდო .
● ყველა ადამიანის გულში მთვლემარე სასიყვარულო სევდაა ჩაბუდებული. გული, რომელც სიყვარულს არ უტკენია, გული არ არის.
● როდესაც ტყუილი მთავრდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმართლე იწყება.
ფრთხილად იყავით : ერთი ტყუილი თავის თავში შეიძლება მეორე ტყუილსაც
შეიცავდეს.
● ალბათ კაცები იმიტომ ტკენენ გულს ქალებს, რომ ამ უკანასკნელთ ტირილი ძალიან უხდებათ.
●შენთან ყოფნაზე უარესი მხოლოდ ერთი რამაა: ყოფნა უშენოდ.
● ყოველი ადამიანი ვინც თავის თავში სიყვარულს ახშობს არარაობად იქცევა და ავად ხდება.
● მორალი შეიძლება ძალიან მოსაწყენი რამეა, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე
უკეთესი საშუალება სიკეთის და ბოროტების გასარჩევად არ გამოუგონებიათ.
● ცხოვრება ასე მიდის : იბადებით, კვდებით, შუაში-კი მუცელი გტკივათ. ცხოვრება- ეს არის მუდმივი მუცლის ტკივილი.
● მოკვდე- ეს ნიშნავს გახდე ისეთივე თავისუფალი, როგორიც დაბადებამდე იყავი.
● მე მეგონა, რომ სიკვდილის მეშინოდა, სინამდვილეში თურმე სიცოცხლის მშინებია .