x
გენიოსები ხუმრობენ 3 ნაწილი.
1.დიოგენე და მაკედონელიდიოგენე სინოპელიერთხელ ალექსანდრე მაკედონელი სახელგანთქმული ფილოსოფოსი დიოგენეს ეწვია. დიოგენე მაშინ დიდ კასრში ცხოვრობდა.

- შემიძლია რაიმე სიკეთე გაგიწიოთ? ჰკითხა დიდმა სარდალმა.

- როგორ არა, თუ გვერდზე გაიწევი და გზიდან ჩამომეცლებით. - მიუგო ფილოსოფოსმა.





2.მიძღვნა ჰაირიხ ჰაინე
ჰაინრიხ ჰაინეს მისმა თაყვანისმცემელმა ქალმა უთხრა:


- მზად ვარ, სული და გული, ოცნება და აზრები, მთლიანად ჩემი არსება შენ მოგიძღვნა.

- სიამოვნებით, ასე მცირე ძღვენზე უარის თქმა უხერხულია, მიუგო მან.

3.გამოუალი მდგომარეობა.

- ცოლს რატომ არ ირთავ? - ჰკითხა ნაცნობმა ქალმა ერთ საკმაოდ სახელმოხვეჭილ, მაგრამ შეუხედავი გარეგნობის კომპოზიტორს.

- ჯერ ერთი, ჩემს მიმართ საამისო სურვილი არავის გამოუთქვამს, მაგრამ კიდევაც რომ გამოჩენილიყო ვინმე მაინც არ ვითხოვდი მისი ცუდი გემოვნების გამო.

4.დახვეწილი გემოვნების მსხვერპლი.

საგასტროლოდ ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებული ინგლისელი პიანისტი მოულოდნელად უკანვე სამშობლოში დაბრუნდა და დირიჟორ ბიჩემს ახსნა-განმატება მისცა:

- იმიტომ დავბრუნდი რომ არაბებმა ორჯერ დამიშინეს ტყვია.

- რას ამბობ? - გაოცდა ბიჩემი. - მე ვერასოდეს ვივარაუდებდი, რომ არაბები ეგრე კარგად ერკვევიან მუსიკაში.

5. გამონაკლისი.

მევიოლინე მიშა ელმანმა რეპორტიორთან საუბრის დროს ღიმილით შენიშნა:

- როცა ცამეტი წლის ბიჭს ბერლინში დებიუტი მქონდა, მაშინ ყველა იმას ამბობდა ”ნუთუ ეს გამონაკლისი არ არის? ასეთ ასაკში!..” ახლა როცა სამოცდაათი წელი შემისრულდა, ახლაც ყველა იმასვე ამბობს.

3
610
2-ს მოსწონს
ავტორი:ზერო
ზერო
610
  
2013, 12 თებერვალი, 9:37
აუ ძაან მომეწონა :D
2013, 6 თებერვალი, 1:38
ხო ეგ შემშლია მადლობ.
2013, 6 თებერვალი, 1:35
1 გზიდან ჩამომეცლები კი არ უთხრა მზეს ნუ მიჩრდილავო..თავის კასრში ეფუცხუნებოდა ჩვენი დიო :DDDDD
0 1 3