გენიოსები ხუმრობენ 2 ნაწილი.

1. პირველი ლექცია
შესანიშნავი დეკლამატორი მარკ ტვენი ლექციის ჩატარების წინ შიშით იყო შეპყრობილი, მაგრამ პირველივე წინადადებით აღაფთოვანა მსმენელი. ეს ცნობილი პირველი წინადადება ასე ჟღერდა: "იულიუს ცეზარი მოკვდა, შექსპირი მოკვდა, ნაპოლეონი მოკვდა და მეც ვერ ვგრძნობ თავს მთლად ჯამთელად".
2. უნდობლობა
პარიზის ერთ სალონში რომელიღაც მწერალი ყვებოდა:
- ამ რამდენიმე დღის წინ, მარსელში რომ მივემგზავრებოდი, ჩემს კუპეში ქალი იჯდა და ჩემს ახალ რომანს კითხულობდა. იგი ორი სადგურითგაცდა იმ ადგილს სადაც მიდიოდა...
- ალბათ თუ ჩაეძინა - შენიშნა კრიტიკოსმა იან კოკტომ.

3. მკაცრი კრიტიკოსი.
ერთი კრიტიკოსი ალექსანდრე დიუმას რომანში გამოთქმას აკრიტიკებდა:
- რა არის მტკინვეული სიცარიელე, როგორ შეიძლება ცარიელი საგნის ტკივილი?
დიუმამ მიუგო:
- განა თავი არასოდეს გტკივებიათ?
4. შეუძლებელი
- უკვე წაიკითხეთ ჩემი ლექსები?
- კი, და ორი მათ შორის ისეთია, რომელთა დაწერასაც ვერც ჰაინე და ვერც პუშკინი ვერ შეძლებდნენ.
- ფრიად სასიამოვნოა! რომლებია განა?
- ერთი კინოზე და მეორე რადიოზე.

5.შეხვედრა პარკში
გოეთე ვაიმარის პარკში სეინობდა. ვიწრო ბილიკზე, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო გავლა, კრიტიკოსი შეხვდა. იგი მტრულად იყო განწყობილი გოეთესადმი და მკაცრად უთხრა:
- მე სულელებს გზას არ ვუთმობ!
- მე კი პირიქით, - ღიმილით მიუგო პოეტმა და განზე გადგა.