სხვა მელია, რომელიც თავს შინაურ ძაღლად თვლის 2013, 5 თებერვალი, 22:53 გასაოცარი ისტორია მოხდა დიდ ბრიტანეთში, უორიკშირში. ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ ნაციონალური პარკის თანამშრომელმა დაჭრილი მელია იპოვა. ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მელია გარეულ ბუნებას ვერ დაუბრუნდობოდა, რადგან ძალიან შეეჩვია ადამიანებს. ვეტერინარული კლინიკიდან მელია სახლში ჯეფ გრუკოკმა წაიყვანა (Geoff Grewcock). მოვლენების შემდეგ ასეთ განვითარებას არავინ ელოდა, მელია ისე იქცევა, როგორც ჩვეულებრივი ძაღლი. როქსი, როგორც პატარა მელიას უწოდეს დაუმეგობრდა ჯეფის სხვა ცხოველებს და მათ ხშირად ეთამაშება. მელიას ძაღლის საკვები ურჩევნია უმ ხორცს, სძინავს სპეციალურ კალათაში და სეირნობს ყელსაბამით. გარეული ცხოველისგან მან მხოლოდ გარეგნობა შეინარჩუნა. 349 5-ს მოსწონს
|