x
image
პერსეპოლისი
პროკურატურამ ჟვანიას საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო.

imageცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას საქმის
ხელახალი გამოძიება დაიწყო და ამ საქმესთან დაკავშირებით, მიხეილ მაჭავარიანი უკვე დაიკითხა, თუმცა
დეტალები ჯერ არ ხმაურდება. ჟვანიას საქმის სრული და ობიექტური გამოძიება, ერთ-ერთი პირველი დაპირება იყო კბილაშვილი-წულუკიანის ხელისუფლებაში მოსვლისას.
აწ უკვე პარლამენტარი, ზურაბ ჟვანიას ძმა - გიორგი ჟვანია
მოითხოვს, რომ საქმესთან დაკავშირებით დაკითხულ იქნენ მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი.
„ჩვენს ოჯახს არაერთხელ დაგვიფიქსირებია ჩვენი პოზიცია, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული მკვლელობა. ვის მიერ არის ჩადენილი,
ვინ დაგეგმა, ამის გასაგებად საჭიროა მყარი მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებების მოძიებაზე მუშაობს პროკურატურა. ბევრი
რამ ჯერაც ხელმიუწვდომელია ჩვენი საგამოძიებო ორგანოებისთვის. სასამართლოში არსებული ვითარება ართულებს საგამოძიებო
მოქმედებებს და ყოფილი ხელისუფლება ცდილობდა ამ საქმის მიჩქმალვას და კონკრეტული ფაქტების გაყალბებას" - განაცხადა დეპუტატმა და მისივე თქმით, პროკურატურა ძალიან აქტიურად მუშაობს, მიდის პროცესი, არის ახალი დეტალები და მას იმედი მაქვს, რომ უახლოეს თვეებში ყველაფერი ნათელი გახდება საზოგადოებისთვის.
ჟურნალისტებთან საუბრისას, მან ასევე ყურადღება გაამახვილა ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ზურაბ ჟვანია არ მოუკლავთ. აღნიშნული კი აშკარად ეწინააღმდეგება ოქრუაშვილის 2007 წლის განცხადებას.


0
148
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0