სისხლის სამართალი კრიმინალური წარსულის მქონე ცნობილი ადამიანები 2014, 27 სექტემბერი, 21:53 როდესაც ცნობილ ადამიანებს ვუყურებთ, მხოლოდ მათ მიერ მიღწეულ წარმატებებს ვხედავთ, მაგრამ იშვიათად თუ გვიფიქრია, რა ცხოვრება გამოიარეს მათ. ისინიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან. მათ შორის უამრავი ადამიანია, რომელთაც კრიმინალური წარსული ჰქონდა. ამ სტატიაში გთავაზობთ 10 ცნობილ ადამიანს, რომელთათვისაც დანაშაული, სასამართლო და ციხე უცხო არ არის. მსახიობი ემი ლოკეინი - ის 3 წელი იხდიდა ციხეში სასჯელს მას შემდეგ, რაც 2010 წელს, მან ავტოავარიის შედეგად მოკლა 60 წლის ქალბატონი, ხოლო მისი ქმარი დაშავდა. მის სისხლში ალკოჰოლის დონე დასაშვებს 3-ჯერ აღემატებოდა. სასჯელის ზომის მიღებისას, მოსამართლემ გაითვალისწინა, რომ იგი 2 ქალიშვილის დედა იყო. ლორა ბუში - 1963 წლის ნოემბერში, ყოფილმა პირველმა ლედიმ შუქნიშანი გადაკვეთა და შეეჯახა მეორე მანქანას, რის შედეგადაც 17 წლის მაიკლ დუტონ დუგლასი გარდაიცვალა. მსახიობი ვინს ნილი - 1984 წლის 8 დეკემბერს, ზედმეტი ალკოჰოლის მიღების შედეგად, მან მანქანის მართვისას თავზე კონტროლი დაკარგა და მის მეგობარ ადვოკატს დაეჯა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ვინსმა 30 დღე გაატარა ციხეში, მომდევნო 5 წელი იყო პრობაციონერი და გადაიხადა 2, 6 მილიონი. მსახიობი მარკ ვალბერგი - სანამ ის ცნობილი მსახიობი გახდებოდა, დაახლოებით 20-ჯერ შეექმნა პოლიციასთან პრობლემა. როდესაც ის იყო 16 წლის, დაუნდობლად სცემა შუახნის ვიეტნამელ კაცს ხის ჯოხით. მეორე ვიეტნამელი კი, ასევე ცემის შედეგად, ცალი თვალით დაბრმავდა. მას ასამართლბდნენ, განზრახი მკვლელობის მცდელობისთვის, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ თავდასხმა დაუდგინეს. რეპერი Jay-Z – 12 წლის ასაკში, მან საკუთარ უფროსს ძმას ესროლა და მხარში დაჭრა. რეპერი ვანილა აისი - ის ორჯერ გაასამართლეს საკუთარი ცოლის პიზიკური შეურაცყოფისთვის. მსახიობი ლეინ გარისონი - მან დაუდევრობით, ალკოჰოლისა და კოკაინის გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად, თავისი მანქანის მგზავრი მოკლა. ქლოე კარდაშიანი - 2007 წელს გაასამართლეს ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის. მან 30 დღე გაატარა ციხეში, სადაც მასთან ერთად პერის ჰილტონი და ლინდსი ლოჰანი იმყოფებოდნენ. პროფესიონალი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე ო. ჯეი სიმფსონი - გაასამართლეს თავისი ყოფილი მეუღლისა და მეგობრის მკვლელობისთვის. ის ასევე ნასამართლევია ყაჩაღობისა და თავდასხმისთვის ლას ვეგასის დილერებზე. მსახიობი და რეჟისორი მეთიუ ბროდერიკი - 1987 წელს, ირლანდიაში დასვენებისას, ვერ გაერკვა გზის მიმართულებებში და დაქირავებული მანქანით დაეჯახა ვოლვოს მარკის ავტომობილს, რის შედეგადაც მგზავრები, 28 წლის ანა კალაგერი და მისი 63 წლის დედა გარდაიცვალნენ. 429 2-ს მოსწონს
|