ტკბილეული გასახდომი კანფეტები უკვე გაყიდვაშია (სად და რა ფასადაა შესაძლებელი მათი შეძენა) 2013, 3 თებერვალი, 19:50
ლუგანსკის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ლუდმილა სენოგონოვამ მილიონობით ადამიანს ოცნება აუსულა და შექმნა კანფეტი, რომელიც ადამიანებს წონაში დაკლებაში დაეხმარება. ტკბილი ნოუ-ჰაუ განსაკუთრებით სპორტსმენებისთვის იქნება შეუცვლეი. ეს კანფეტები შეიცავს შოკოლადს, გარგარის ჩირს, ქიშმიშს, ნიგოზზს და ვიტამინებს. რაც ყველაზე მთავარია ეს ტკბილეული დამზადებულია შაქრისა და ქიმიკატების გარეშე. გასახდომი ტკბილეული შეგიძლიათ შეიძინოთ კიევში, სპეციალიზებულ მაღაზიებში. ერთი კილოგრამის ფასი კი 56 გრივნაა. როგორც ამბობენ ის ძალიან პოპულარულია, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია და სავარაუდოდ მალე მსოფლიოს ბაზარსაც დაიპყრობს. პ.ს. ალბათ არ იცოდით, რომ კანფეტი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს "სასუსნავის მომზადებას". პირველი კანფეტები გაჩნდა ეგვიპტეში. იმ დროისთვის შაქარი არ არსებობდა, ამიტომ იყენებდნენ ფინიკს და თაფლს. მე-16 საუკუნეში ევროპაში გატაცებული იყვნენ შოკოლადით, მას მაგიურ და სამკურნალო თვისებებსაც მიაწერდნენ. ასე, რომ მიირთვით გასახდომი კანფეტები და არ შეგაშინოთ ზედმეტმა კილოგრამებმა. 447 5-ს მოსწონს
|