ტკბილეული როგორ მოვამზადოთ ჟელიბონი სახლის პირობებში-ნუკა გვალიას რეცეპტი 2013, 12 ნოემბერი, 22:32 ცნობილი ქართველი მომღერალი ნუკა გვალია მალე დედა გახდება. სულ რამდენიმე დღეში ყველასათვის საყვარელ მომღერალსა და მის მეუღლეს, ნიჯუშა კობახიძეს ვაჟი ეყოლებათ. ბებიობისთვის ემზადება ასევე ყველასათვის საყვარელი მომღერალი, ნუკას დედა ეკა კვალიაშვილი. შვილიშვილისათვის საჩუქრებს უკვე ყიდულობა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნუკამ გვარი შეიცვალა. დედის გვარზე გადავიდა, თუმცა საზოგადოიება მაინც ნუკა გვალიათი იცნობს და პრესაც (მათ შორის ჩვენც) ასე მოიხსენიებს. ნუკა მსუნაგი ორსული გახლავთ, წონაშიც საგრძნობლად მოიმატა, თუმცა თავს არაფერში იზღუდავს. მოწევას თავი მაშინვე დაანება, როგორც კი შეიტყო, რომ ორსულად იყო. ცდილობს მზრუნველი დედა იყოს... როგორც ჩანს ნუკას ტკბილეული განსაკუთრებით უყვარს, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მის ფოტოებში ტკბილეულსაც მოკრავთ თვალს. ნუკამ გადაწყვიტა საყვარელი ნუგბარი, ჟელიბონი სახლის პირობებში დაემზადებინა. ფორმები არ ჰქონდა, მაგრამ ამისათვის მაცივრის ყინულის ფორმები გამოიყენა. "ჟელიბონები გავაკეთე ჩემით და რა ადვილი უოფილა. ვისაც დათუნიების ფორმები გაქთ იმაში ჩაასხით და სახლში გაკეთებული gummy bear გექნებათ, თან რისი არომატისაც გსურთ.3 შეკვრა ჟელატინი, 2 პაკეტი ჟელე (ნებისმიერი არომატის). მე ალუბალი ავირჩიე ამჯერად. ჩაყარეთ ჩვეულებრივი ზომის ჭიქაში, ნახევარზე ცოტა მეტი წყალი და ვიდეოსაც დაგიდებთ როგორ მზადდება"-წერს ნუკა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. მომღერლის რეცეპტით დაინტერესდნენ, მისი "ფეისბუქის მეგობრები", ნუკამ კი მათაც ურჩია ჟელიბონის სახლში მომზადება და აღნიშნა, რომ ნაყიდზე ბევრად უფრო გემრიელია. ნუკამ საკუთარ კულინარიულ შედევრს ფოტოებიც გადაუღო, მგონი კარგად გამოიყურება, თქვენ რას იტყვით? 1980 3-ს მოსწონს
|