x
image
hamunaptra1990
სამი ანეკდოტი ვანო მერაბიშვილისაგან
image

პრემიერ მინისტრამა, ბიძინა ივანიშვილმა, მოსახლეობის კითხვებზე პასუხის გაცემისას "მეცხრე არხის" ეთერში ვანო მერაბიშვილზე ასეთი ფრაზები წარმოსთქვა: "ვიღაცას უსწავლებია ლაპარაკი ვანოსთვის, მაგრამ ისიც ესწავლებინა ცოტა ჭკვიანური აზრები ეთქვა, იმდენ სისულელეს საუბრობს". აი ვანომ კი ალბათ გაითვალისწინა მისი რჩევები და ლაპარაკთან ერთად ანეკდოტების მოყოლაც ისწავლა. "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ცენტრალურ ოფისში ვანო მერაბიშვილი შეხვდა იძულებით გადაადგილებულ პირებს, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, გეგმების გარდა ანეკდოტებით ართობდა საზოგადოებას. მან აღნიშნა, რომ "ვანოს შოუს ვერ გადავასწრებ"-ო და ახლანდელ მთავრობას იუმორის გრძნობა დაუწუნა. გთავაზობთ მის ანეკდოტებს

1.საერთაშორისო ექსპერტებზე:


"მეცხვარე აბალახებს ცხვარს და ვიღაც მოვიდა უცხოური ჯიპით, გადმოიღო რაღაც ინსტრუმენტი და დაიწყო რაღაცის გაზომვები და უთხრა მეცხვარეს: -მე დავთვალე შენი ცხვარი და შენ გყავს 2700 ცხვარი და ამ დათვლაში უნდა მომცე ორი ცხვარი. მეცხვარე ეკითხება შენ მემგონი უცხოური, საერთაშორისო ექსპერტი ხარო. როგორ მიხვდიო- შეეკითხა ექსპერტი და მწყემსმა უპასუხა, როგორ მივხვდიო და ჯერ ერთიო მოხვედი და აკეთებ იმას რაც მე არ მითხოვიაო, მეორეო მეუბნები იმას რაც მე ისედაც ვიციო და მერე კიდე ჩემი ძაღლები დამიბრუნეო."

2.მეგრელი მივიდა უცხოურ ორგანიზაციაში სამუშაოდ და უთხრეს, რომ თქვენ ჩვენთან ვერ იმუშავებთო და რატოვო და იმიტომ რომ ინგლისური და კომპიუტერი უნდა იცოდეთო. მეგრელმა უპასუხა -მეგრული და კალკულატორი არ წავაო?"



3. ცოცხალი ანეკდოტი-ვანო მერაბიშვილი სამეგრელოში იყო ჩასული 4 წლის წინ(მეუღლე მეგრელი ჰყავს) და მასპინძლისთვის რომ ესიამოვნებინა უთხრა: " _ჩემი შვილი 50% მეგრელიაო"...

მასპინძელმა შეხედა ვანოს და უთხრა: -"სემდესატ მაინც იქნება"(მეგრული კილოთი).



0
316
6-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0