x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
აკრძალული "ცხელი ძაღლი"-4 მალე "იმედი"-ის ეთერში გავა.

imageმალე "იმედის" ეთერში ყველაზე პოპულარული ქართული კრიმინალური სერიალის აკრძალული "ცხელი ძაღლი"-4-ს იხილავთ, ტელევიზიით უკვე გადის სარეკლამო ანონსი.მეოთხე სეზონზე მუშაობა 2007 წლის მაისი იქნა დამთავრებული, თუმცა აქამდე ტელეკომპანია "იმედის" თაროზე იდო. მეოთხე სეზონში მთავარ გმირებთან -ჟანრი ლოლაშვილთან და გიორგი ყიფშიძესთან ერთად ნინო ბურდული გამოჩნდება, იგი პრემიერ-მინისტრის როლს ასრულებს, რომელსაც მხუთავი აირით კლავენ და მკვლელობის დაფარვის მიზნით უბედური შემთხვევის იმიტაციას ახდენენ.ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს სიუჟეტი რასთან და ვისთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, თვითონ ფილმის რეჟისორი ზაზა ურუშაძე აღნიშნავს, რომ ფილმს არავითარი კავშირი არა აქვს ზურაბ ჟვანიას სიკვდილთან, ეს უბრალოდ გამოგონილი სცენარია და უბრალო დამთხვევა, თუმცა დასძენს:"ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტ ეჭვს ბადებს, ვიდრე ის, რომ ეს ფილმი გაეშვათ. თუმცა შეიძლება ეს იმის ბრალიც იყოს, რომ სიტუაციის დაულაგებლობის მომენტი დღემდე არის "იმედში".

0
114
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0