სხვა ითრია თუ არა სალომე ჭაჭუამ რუსკა მაყაშვილი თმებით? 2013, 3 თებერვალი, 0:46 როგორც ვიცით, გადაცემის -"ცეკვავენ ვარსკვლავები" ფინალში გავიდნენ შემდეგი წყვილები: ოთო ფოლადაშვილი-რუსკა მაყაშვილი და გიორგი ვარდოსანიძე-სალომე ჭაჭუა. პირველი ადგილი კი, რუსკა მაყაშვილსა და ოთო ფოლადაშვილს ერგოთ. ალბათ ბევრს ეგონა, რომ ამის გამო სალომე თავს ცუდად იგრძნობდა და ათასი ჭორი მოიგონეს. მორიგი ჭორი, რომელიც ხუმრობით იყო შეფარული დღევანდელ გადაცემაში- "კაცების შოუ"- ში გაჟღერდა. ამ გადაცემის ერთ-ერთი რუბრიკაში დარბაზში მყოფი საზოგადოება სვამს კითხვებს, ხოლო წამყვანები და სტუმარი ცდილობენ უპასუხონ. სტუმრად მოწვეულ სალომეს დაუსვეს შემდეგი შეკითხვა: "მართალია, რომ თქვენ თმებით ითრიეთ რუსკა მაყაშვილი საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ?" სალომემ კი, რა თქმა უნდა, ხუმრობით უპასუხა, რომ გადაცემის დასრულებისთანავე სწორედ ეს მოიმოქმედა. ყველა ხუმრობაში იფარება სიმართლე? 8360 13-ს მოსწონს 2-ს არა
|