საზოგადოება 2012 წლის 10 უცნაური რეკორდი. 2013, 2 თებერვალი, 19:29 ლაშა პატარაია ყურით ქაჩავს 8 ტონიან სატვირთოს, 29 ნოემბერი, ქალაქი რუსთავი. იაპონელი მოდელიორმა კაცუხირო ვატაბანემ ყველაზე მაღალი ვარცხნილობა დაიყენა, მისი სიგრძე 113, 2 მეათედი მეტრია. კანადელმა ჯოლინ ვან ვუგმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მოძრავ მოტორიზებულ უნიტაზთან ერთად, სიჩქარე 75კმ/სთ-ში. ჩინურმა სათამაშოების ფაბრიკა Mattel -მა დაამზადა სათამაშო რკინიგზა, მისი საერთო სიგრძე 2, 8 კილომეტრია. მხატვარმა ფან იანგმა კანადაში დაამყარა მსოფლიო რეკორდი, მან გაბერა გიგანტური საპნის ბუშტი, სადაც 181 ადამიანი მოთავსდა.2012 წლის19 სექტემბერს. ნეპალელმა ტანიშმან გურაგაიმ დაამყარა მსოფლიო რეკორდი, მან კალათბურთის ბურთი კბილის ჯაგრისით დაიჭირა 22 წუთისა და 41 წამის განმავლობაში. ბანკოკში ერთდროულად 641 კაცს გაუკეთეს ტაილანდური მასაჟი. ტოკიოში, კენიჩი იტომ დაამყარა მსოფლიო რეკორდი ოთხი კიდურით სირბილში, ასი მეტრი მან 17, 47 წამში გაირბინა. 8 ნოემბერს, მინი-კუპერში 28 ქალი მოთავსდა....აბსოლუტური მსოფლიო რეკორდი. ეკვადორელმა გაბრიელ გუალომ დაამყარა მსოფლიო რეკორდი, მან სახეზე დაისვა 250 ტარანტულა, თითოეული 1 წუთი. 60 3-ს მოსწონს
|