პოეზია *********** 2013, 2 თებერვალი, 14:27 ვერ გავამრავლე ნათელი ფერი,
პირიქით ლექსებს შევმატე სევდა,
რამდენჯერ გითხრა: არა ვარ ყბედი!
ჩემი შეცნობა რით გაგიძნელდა...
შენ არც კი იცი ვუძლებდი რამდენს, სინანულს უკვე აღარ აქვს აზრი. დრო გვითვლის ახლა სიცოცხლის წამებს ნუ გავიხსენებთ, წარსულში განცდილს... მიღირდა მოსვლა?არ მაქვს პასუხი. წასვლაზე მაინც ხანდახან ვფიქრობ, როცა გონება ფიქრებით დამსჯის კვლავ შემწეობას უფლისგან ვითხოვ... ის მაძლევს ძალას, რომ წინ ვიარო და გავუღიმო ამ ტიალ ბედსაც, ჩემს სამყაროში დახეტიალობთ ჩუ, ნუ მიღვიძებთ ჩათვლიმა სევდამ... ავტორი:ივდითი ხაზალია 10 1-ს მოსწონს 1-ს არა
|