x
image
პერსეპოლისი
საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტები აღარ არსებობს.

image

2011 წლის 4 ნოემბრის მთავრობის დადგენილებით, 2012 წლის 1 იანვრიდან, საქართველოში არსებულ ყველა უნივერსიტეტს სტატუსი შეეცვალა და საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსზე გადავიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტები აღარ არსებობს, გარდა თავდაცვის ეროვნული აკადემიისა. ერთი ვერსიით, სტატუსების შეცვლას, ბენდუქიძე და გიგი თევზაძე ლობირებდნენ. მეორე ვერსიით კი, იგეგმებოდა ყველა უნივერსიტეტის ბაზაზე 4 დიდი უნივერსიტეტის ჩამოყალიბება. სასოფლო-ბენდუქიძეს, ტექნიკური უნივერსიტეტი- გიული ალასანიას, ჭავჭავაძე- თავისთავად გიგი თევზაძეს და თსუ-საც გამოეძებნებოდა პატრონი. ამ ვერსიების მიუხედავად ფაქტია, რომ ვიღაცამ განათლების სისტემის ერთ დიდ ბიზნესად ქცევა განიზრახა თავის დროზე და გამოსდით კიდეც მათ. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ბენდუქიძემ 1 ლარად იყიდა სასოფლო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჭავჭავაძის უნივერსიტეტიც უკვე გადავიდა გიგი თევზაძის საკუთრებაში.


სწორედ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები შეიკრიბნენ და პარლამენტში კანონპროექტი შეიტანეს. კანონპროექტის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სტატუსის შეცვლა ვერანაირი მთავრობის დადგენილებით ვეღარ მოხდება. ამ ცვლილების განსახორციელებლად საჭიროა 30 000 ამომრჩევლის ხელმოწერა, რომლებსაც საინიციატივო ჯგუფის წევრები უკვე აგროვებენ. მე როგორც ერთი რიგირთი მოქალაქე მომხრე ვარ მათი იდეისა და ყველას მოვუწოდებ, შეუერთდეს ამ ფართომასშტაბიან აქციას და თავიანთი წვლილი შეიტანონ ეროვნული საგანძურის გადარჩენაში. სხვა სახელი არც შეიძლება ეწოდოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელმაც ბევრი სახელოვანი ადამიანი აღზარდა უკვე თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში. სურათზე აღნიშნული ლოგო საინიციატივო ჯგუფს ეკუთვნის და იშიფრება შემდეგნაირად : "თავისუფალი თსუ".


ეს კი მათი ფეისბუქის გვერდია, სადაც უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ მიადევნოთ თვალი მიმდინარე მოვლენებს : http://www.facebook.com/tavisufalitsu

1
103
6-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
103
  
2013, 2 თებერვალი, 12:12
არ შეიძლება ესეთი რაღაც ! თსუ როგორ შეიძლება სახელმწიფო აღარ იყოს. ბოლოს და ბოლოს პირველი უნივერსიტეტია რომელიც ამიერკავკასიაში დაარსდა.
0 1 1