x
image
რედაქტორი
გაქვთ თუ არა მავნე ჩვევები?

imageჭამთ თუ არა მარილს ან მარიალ საჭმელს? სვამთ თუ არა ყავას? ეწევით? სვამთ თუ არა ალკოჰოლიან სასმელებს? ხმარობთ თუ არა რაფირინებულ თეთრ შაქარს ან სხვა პროდუქტს, რომელშიც ეს მკვდარი ნივთიერება შედის? რომელი არავიტამინიზებული და არამინერალური საჭმელი წამლავს თქვენს ორგანიზმს? გაქვთ თუ არა ძლიერი ნებისყოფა? რას მორჩილებს თქვენი სხეული?- მავნე ჩვეულებებს, თუ თქვენს სურვილებს გონება წარმართავს? გახსოვდეთ: ხორცი ბრიყვია! სხეულს არ შეუძლია თქვენს ნაცვლად იფიქროს. მხოლოდ გონების დაძაბვით შეგიძლიათ მავნე ჩვევათა დაძლევა. თუკი ნამდვილად გინდათ ზეენერგიას ფლობდეთ, გქონდეთ დიდებული ჯამრთელობა, იშვიათი ძალა და მტკიცე ნერვები-ყველაფერი, რითაც უნდა იამაყოს კაცმა, -დღესვე შეუდექით ბუნების მხარდამხარ და არა მის წინააღმდეგ გარჯას!
შიმშილობა იმ საკუჭნაოს გასაღებია, რომელშიც ბუნება ენერგიას ინახავს. შიმშილობა აღწევს თითოეულ უჯრედამდე, თითოეულ ორგანომდე და გამოგიმუშავებთ სასიცოცხლო ძალას. ვერავინ გააკეთებს ამას თქვენს მაგივრად! ეს მხოლოდ თქვენ უნდა გააკეთოთ. ყველა სნეულების 99 % არასწორი და არაბუნებრივი კვების შედეგია.
ნებისმიერი მანქანის მუშაობის ეფექტურობა იმ ენერგიის რაოდენობასადა ხარისხზეა დამოკიდებული, რომელსაც იგი ხარჯავს. იგივე ითქმის ადამიანის ორგაიზმზეც.
imageადამიანები თავიანთ ავადმყოფობას და ნაადრევ დაბერებას ყველაფერს აბრალებენ, გარდა საჭმლისა. ამიტომაც ტანჯვა წამების მიზეზები ბოლომდე საიდუმლოდ რჩება მათთვის. ჩვეულებრივ ადამიანმა არ იცის რა საშინლადაა დაბინძურებული მისი ორგანიზმი მრავალწლიანი ძღომის, გამწმენდი შიმშილობის გამოუყენებლობის, უსიცოცხლო საჭმლის გამო. ყველაფერი ეს ერთად აგროვებს ორგანიზმში შხამიან ნივთიერებებს.
თუკი თავისი ჯამრთელობით მოტრაბახე ადამიანს ხუთ ექვს დღეს ვაშიმშილებთ და მხოლოდ გამოხდილ წყალს ვასმევთ, მისი ორგანიზმი დაიწყებს შხამების გამოყოფას სუნთქვისა და შარდის გზით, რომელიც მიიღებს მუქ ფერს და მყრალი სუნი ექნება. ეს აშკარად მოწმობს, რომ ორგანიზმი გავსებულია გახრწნილი, გამოუდევნელი ნივთიერებით, რომელიც იქ მხოლოდ ჭამის გზით მოხვდა.
image ეს შხამები, რომელიც ნიადაგ გროვდება, ადამიანის მომავალ სნეულებათა საფუძველია. როცა ბუნება ამ შხამების ამოფრქვევას მოინდომებს, იგი "აფეთქების" ფორმას ირჩევს, რომელსაც ავადმყოფობას ეძახიან. ასეთ შემთხვევაში ადამიანი გამწარებული ეძებს გზებს, რათა სწრაფად და იოლად გამოჯამრთელდეს. ერთადერთი, რაც მას არ ახსენდება, გახლავთ შიმშილობა.

0
178
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0