სიახლეები კამა-ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება 2013, 31 იანვარი, 1:36 უფრო-ქრონიკული გულის უკმარისობის მკურნალობისათვის, სტენოკარდიის შეტევების პროფილაკტიკისა და სპაზმებისა და ტკივილების მოხსნისთვის ნაწლავებში. კამა თავისი სამკურნალო თვისებებით უნიკალურია. მასში ასკორბინის მჟავისაა და რკინის მარილების სიჭარბე ხდის მას შეუცვლელს სისხლნაკლულობით დაავადებულთათვის, მძიმე ტრავმების შემდეგ სამკურნალო კვებაში. ბალახი, ნაყენი და გამონახარში ახალი და ხმელი კამისაგან შეიძლება გამოვიყენოთ ჰიპერტონიის საწყისი ფორმების მკურნალობისათვის, რადგანაც კამა აქვეითებს არტერიულ წნევას სისხლძარღვების რამდენადმე გაფართოების ხარჯზე, ამაგრებს მათ კედლებს, ზრდის შარდის გამოყოფას. კალიუმის მარილები ამ მცენარისა ახდენს ანტიარითმიულ ზემოქმედება დაღლილი გულის მუშაობას გულის კუნთში ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესების ხარჯზე. ერთი ჩაის კოვზი გამხმარი კამის ბალახის ფხვნილი, მიღებული ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ახდენს ძილისმომგვრელ და დამაწყნარებელ მოქმედებას. კამის თესლები აგრეთვე აუმჯობესებენ მადას, აძლიერებენ კუჭის ჯირკვლებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორულ მოქმედებას, ზრდიან ნაღვლის გამოყოფას, ხსნიან ნაწლავის შებერილობას, ტკივილებს ნაწლავის კოლიკების დროს. კამა სხვა სამკურნალო მცენარეებთან კომბიანციაში გამოიყებევა სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობისათვის, აძლიერებენ რძის გამოყოფას ჩვილ ბავშვიან ქალებში. ნაწლავების შებერილობისას, მასში სპაზმებისა და ტკივილების დროს გამოიყენება ასეთი ნაყენი: ერთ სუფრის კოვზ კამის თესლს აყენებენ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალზე, სვამენ ორჯე დღეში ჭამის წინ. ბავშვები - 1-2 კოვზ, მოზრდილები - ნახევარ ჭიქას. 3337 4-ს მოსწონს
|