სიახლეები ცხელი აბაზანა და სამკურნალო ბალახები 2013, 31 იანვარი, 0:44 ცხელი აბაზანა ყოველთვის ითვლებოდა შესანიშნავ სამკურნალო საშუალებად მრავალი დაავადების დროს. რომლებიც გვეხმარებიან მოვიხსნათ დაღლილობა, სტრესული მდგომარეობა, კურნავენ უძილობას, გაციებას. ამის გარდა, ცხელი აბაზანები სხვადასხვა ბალახების დამატებით ძალიან სასარგებლოა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მკურნალობისას, თირკმელებიდან, შარდის ბუშტიდან ქვიშისა და კენჭების ამოღებისას; პროდაგრორევმატიული ტკივილებისას, სახსრების დაავადებისას, ვენების ანთებისას, ფურუნკულების წარმოქმნისას. ზედმიწევნით ეფექტურად მოქმედებენ აბაზანები ნაღვლის ბუშტის, თირკმელების კოლიკის დროს. ვიმეორებთ რეცეპტს. სავსე აბაზანისთვის იღებენ ერთ კგ თივის ნაფშვენს, რომელიც საჭიროა ადუღდეს და დაყენდეს ცოტაოდენ წყალთან ერთად. ნაფშვენი უნდა მოთავსდეს ქსოვილის თოფრაკში. ნაყენს ასხამენ აბაზანაში ძალიან ცხელ წყალში, ვარცლში ან ჯამში. წყალში ყოფნისას ხანგრძლივობა 5-დან 20 წუთში, ორგანიზმის მდგომარეობის, გულის დაავადების, წნევის არსებობაზე დამოკიდებულებით. ორგანიზმის გასამაგრებლად, ძალების განახლებისათვის ხანგრძლივი დაავადების შემდეგ, გულსისხლძარღვოვანი სისტემის მუშაობის გასაუმჯობესებლად, ნერვული აშლილობისას ძალიან სასარგებლოა აბაზანები ფიჭვის ტოტებით, წიწვების, ახალგაზრდა ტოტების, გირჩებისაგან მომზადება შეუძლია ყველას. ფიჭვის წიწვებს, ტოტებს ასხამენ ცივ წყალს და ადუღებენ ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ კარგად თავდახურულ ჭურჭელში აყენებენ 12 საათს, წურავენ. კარგ ექსტრაქტს აქვს ყავისფერი. იმას, ვინც იტანჯება ვნების ვარიკოზული გაგანიერებით, სიმსივნეებით ხელებსა და ფეხებზე, გამაგრებებით, ძალზე დაეხმარება ლავანდის ყვავილების აბაზანა. ერთი აბაზანისათვის უნდა მოიხარშოს ნახევარი კილო ყვავილი. ეს აბაზანები აღადგენენ კიდურების ნერვულ ფუნქციასაც. 247 4-ს მოსწონს 1-ს არა
|