ქალი და მამაკაცი განქორწინებული ვარსკვლავური წყვილები 2013, 30 იანვარი, 23:45 ვარსკვლავური წყვილები იმდენად ხშირად ქორწინდებიან და შორდებიან, თითქოს მათი ცხოვრება თამაშია ან მორიგი კინოს როლი. მოდით გავიხსენოთ წყვილები, რომლებსაც ერთად ვერასოდეს ვიხილავთ. 1. ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი-მათი საერთო ცხოვრება მხოლოდ ხუთ წელიწადს გაგრძელდა. ისინი დაშორდნენ მას შემდეგ, რაც ბრედ პიტმა გადასაღებ მოედანზე გაიცნო ანჯელინა ჯოლი. წყვილს არ ჰყავს საერთო შვილები. 2. დემი მური და ბრიუს უილისი- ისინი ქორწინებიდან 13 წლის შემდეგ დაშორდნენ. ჰყავთ სამი საერთო შვილი. 3. ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი-ერთად იცხოვრეს 10 წელი. ჰყავთ ორი ნაშვილები ბავშვი. ნიკოლ კიდმანმა, კრუზის ადვოკატებისგან გაიგო, რომ მისი ქმარი განქორწინებას აპირებდა მასთან. ეს ფაქტი მათი ათწლიანი თანაცხოვრების იუბილის აღნიშვნამდე სამი დღით ადრე მოხდა. საქმე იმაშია, რომ აშშ-ს კანონმდებლობის თანახმად, 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ნიკოლს შეეძლო წილი მოეთხოვა ქმრის ქონებიდან. იგი ამ დროს ფეხმძიმედ იყო, თუმცა ამის შესახებ არაფერი იცოდა. 4. ჯენიფერ ლოპესი და მარკ ენტონი-მათ მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრეს ერთად. ჰყავთ ტყუპები. დაშორების მიზეზი არ არის ცნობილი. თუმცა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, ჯენიფერმა აღნიშნა, რომ მას აქვს თავმოყვარეობა და აღარ შეუძლია ქმრის მძიმე ხასიათის ატანა. 5.სკარლეტ იოჰანსონი და რაიან რეინოლდსი- მათ ქორწინებაში დაყვეს მხოლოდ ორი წელი. არ ჰყავთ საერთო შვილები. განქორწინებიდან ორი წლის შემდეგ სკარლეტმა აღნიშნა, რომ ძალიან ნანობს, რომ არ შეეცადა ოჯახის შენარჩუნებას. 454 4-ს მოსწონს 1-ს არა
|