x
image
რედაქტორი
განმკურნავი ვაშლის წვენი.

imageროცა ვაშლი იწეყებს დამწიფებას, სწორედ ამ დროს აქვთ მათ ყველაზე მეტი სამკურნალო ღირებულება. მათ, ვისაც აწუხებს თირკმელების, ნაღვლის ბუშტის კენჭები, საჭიროა ვაშლის შემოსვლის დრო გამოიყენონ მკურნალობისთვის. რეცეპტი კი ასეთია: დილის 8 საათზე - ერთი ჭიქა, 10 საათზე - ორი, შემდეგ ნახევარ საათში ნახევარი ჭიქა ზეთისხილის ზეთი (ან კარგად გაწმენდილი მზესუმზირის).

საჭიროა აღინიშნოს, რომ ვაშლის წვენი უნდა იყოს მხოლოდ ახალი. მესამე დღეს დილის 8 საათზე ორი ჭიქა ვაშლის წვენი. ნახევარი საათის შემდეგ ნახევარი ჭიქა ზეთისხილის ზეთი (ან კარგად გაწმენდილი მზესუმზირის) და მაშინვე კიდევ ერთი ჭიქა წვენი ნახევრად წყლიანი. უკვე ერთი-ორი საათის შემდეგ თქვენ დაგეწყებათ შარდთან ერთად ქვიშისა და წვრილი კენჭების გამოყოფა. ზოგჯერ ისინი იხსნებიან (ურატები, ფოსფატები) და გამოდიან მომწვანო სითხის სახით. ამ დროს კარგია თბილი აბაზანის მიღება, წამოწოლა. რამდენიმე კვირის შემდეგ კონტროლისათვის შეიძლება პროცედურის განმეორება. ნახავთ, რამდენად უკეთესად იგრძნობთ თავს, დაივიწყებთ ტკივილს თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში, ღვიძლში.ყველა ეს ორგანო თითქოსდა გაახალგაზრდავდებიან, მთელი ძალებით ამუშავდებიან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მაშინვე შეიძლება ყველაფრის ჭამის დაწყება (მხედველობაში გვაქვს შემწვარი, მარილიანი, ცხარე). ზომიერი დიეტა, კარგი თვითგრძნობის გარანტიას გაძლევთ მომავალში.

0
564
6-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
564
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0